თბილისში მეფუტკრეობის მულტიფუნქციური რეგიონული ცენტრი გაიხსნა

© photo : press-service of Ministry of Agriculture of Georgiaთაფლი
თაფლი - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
გამოწერა
ცენტრში იმუშავებს მეფუტკრეობის ლაბორატორია, რომელიც დარგისთვის სასარგებლო და საჭირო კვლევებს განახორციელებს.

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. თბილისში მეფუტკრეობის მულტიფუნქციური რეგიონული ცენტრი გაიხსნა, იუწყება „პირველი არხი“.

მეფუტკრეობის ცენტრის გახსნა საქართველოში ჩეხეთის საელჩოს, თბილისის მერიისა და ასოციაცია „აგორას“ თანამშრომლობით განხორციელდა. ცერემონიაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDa), თბილისის მერიასა და „აგორას“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიზანს პარტნიორობის პირობების ჩამოყალიბება და მეფუტკრეობის ცენტრის მუდმივი მხარდაჭერა წარმოადგენს. 

თაფლი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
ლევან დავითაშვილი: მეფუტკრეობის სექტორში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა იან სლივამ, თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ და ასოციაცია „აგორას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თენგიზ სვანიძემ.

„შეიქმნა მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი, რომელიც უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი. ცენტრის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს ურბანული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და თბილისის, როგორც „მწვანე ქალაქის“ ხედვის წარმოჩენა. აღნიშნული პროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თბილისის მერიის მჭიდრო თანამშრომლობას კერძო სექტორთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან. პროექტში 400 ათას ევროზე მეტი ოდენობით ინვესტიცია ჩაიდო", – განაცხადა ბასილაიამ. 

მეფუტკრეობის ცენტრის ძირითადი მიზანია საქართველოში მეფუტკრეობის დარგის განვითარება და მეფუტკრეობასთან დაკავშირებული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა. ცენტრს ძირითადად სასწავლო დაწესებულების ფუნქცია ექნება, სადაც როგორც დამწყები, ასევე უკვე გამოცდილი მეფუტკრეებიც შეძლებენ დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ამ მიმართულებით გაიღრმავონ ​საკუთარი ცოდნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0