გრიბოედოვის თეატრმა თეატრალური სელფის საერთაშორისო დღე იზეიმა

© Sputnik / Alex Shlamovგრიბოედოვის თეატრი
გრიბოედოვის თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
გამოწერა
სელფი უნდა იყოს არა მხოლოდ გლამურული, არამედ უფრო მეტად ინტელექტუალური, თეატრალურიც კი, გადაღებული ნამდვილი შედევრების ფონზე

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსულმა დრამატულმა თეატრმა იზეიმა თეატრალური სელფის საერთაშორისო დღე (World Theatre Selfie Day).

ეს დღესასწაული დაარსდა ჟურნალისტის, რეჟისორის, კულტურის შესახებ რუსული ქსელური გამოცემა Media Project ARTIST-ის მთავარი რედაქტორის მარინა მერკულოვას ინიციატივით.  მას ყოველწლიურად 20 აპრილს აღნიშნავენ.

თეატრალური სელფის საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა თემა აქვს და წელს ის ასე ჟღერს: „თეატრი. საგანძურის კოლექცია". ამისათვის პროექტის ავტორებმა მსურველებს შესთავაზეს, გადაეღოთ მოკლე ვიდეომოთხრობა საგანძურით ხელში და ეს ვიდეო რედაქციაში გაეგზავნათ.

პროექტის მონაწილეა 56 თეატრი, თეატრალური ფესტივალი და ცნობილი თეატრალური მოღვაწე მსოფლიოს 14 ქვეყნიდან: საქართველო, რუსეთი, აზერბაიჯანი, გერმანია, უნგრეთი, ისრაელი, იტალია, ყაზახეთი, ლატვია, ლიტვა, მონღოლეთი, საფრანგეთი, შვეიცარია და ესტონეთი. ასევე 33 მოხალისე - რუსეთის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები.

თბილისის თეატრის „განძი" გახდა გრიბოედოვის ძეგლი თეატრის ფოიეში (ზურაბ წერეთლის ქანდაკება) და 1912 წლის გამოცემა „ვაი ჭკუისაგან", რომელიც გრიბოედოველებს „მცირე თეატრმა“ თბილისის თეატრის 160 წლის იუბილეზე უსახსოვრა. ამის შესახებ მთელ მსოფლიოს უამბო გრიბოედოვის თეატრის მუზეუმის გამგემ ინა ბეზირგანოვამ. მან ასევე ძეგლისა და უნიკალური გამოცემის ფონზე თეატრალური სელფი გადაიღო.

მონაწილეების ვიდეოები მოთხრობებით თეატრალური საგანძურის შესახებ და მათ ფონზე გადაღებული „სელფებით“ გადაიცემოდა შემდეგ პლატფორმებზე: Культура. РФ www.culture.ru, Медиапроект "АRTИСТ" www.artistchannel.ru, "Золотой Витязь" www.zolotoyvityaz.ru.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური