დღეს დედამიწის დღეა: აწმყო და ისტორიული კადრები გასული საუკუნიდან

გამოწერა
დღეს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს — 22 აპრილი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2009 წელს ოფიციალურად გამოაცხადა ჩვენი პლანეტის დღედ.

პირველი აქცია დედამიწის დაცვის მოთხოვნით 1970 წელს გაიმართა აშშ-ში, ის იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ ორგანიზატორებს, როგორც იტყვიან, ფრთები შეესხათ. მალე ამერიკელმა სენატორმა ჰეილორდ ნელსონმა ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან აქტივისტთა ჯგუფი შექმნა, რომელსაც დენის ჰაიესი ხელმძღვანელობდა.

მიუხედავად იმისა, რომ არც სენატორსა და არც მის „შტაბს“ მასობრივი ღონისძიებების მოსაწყობად არც დრო ჰქონდათ და არც საკმარისი ფინანსები, აქციები მაინც მართლაც გრანდიოზული გამოდიოდა. ამის მაგალითია დემონსტრაცია 20 მილიონი კაცის მონაწილეობით, რომელშიც, სტუდენტების გარდა, ასობით სკოლაც იყო ჩართული.

ამ დღეს, როგორც წესი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მშვიდობის ზარები ირეკება, რომელიც ადამიანებს პლანეტაზე მშვიდობისა და მისი მშვენიერების დაცვა–შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

მშვიდობის პირველი ზარი გაეროს შტაბ-ბინაში დაიდგა 1954 წელს. ის იმ მონეტებისგან ჩამოისხა, რომელიც ყველა კონტინენტის ბავშვებმა შესწირეს დედამიწის დაცვის საქმეს. გარდა ამისა, ზარში შენივთებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ადამიანების ჯილდოები, მედლები და საპატიო ნიშნები.

 

ყველა ახალი ამბავი
0