საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უნგრეთის ჩემპიონები გახდნენ

ლაშა დვალი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
გამოწერა
დვალი უნგრეთის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა „ფერენცვაროშთან“ ერთად, ხოლო ხარაიშვილისთვის ეს კარიერაში პირველი ტიტულია.

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი „ფერენცვაროშის“ შემადგენლობაში უნგრეთის ჩემპიონები გახდნენ.

დვალმა ამ გუნდის შემადგენლობაში ეს ტიტული უკვე ზედიზედ მესამედ მოიპოვა, ხოლო ხარაიშვილისთვის ის პირველია.

„ფერენცვაროშმა“ ჩემპიონატის 30-ე ტურში თავის მოედანზე „უიპეშტი“ 3:0 დაამარცხა და უმაღლესი ლიგის გამარჯვებული 32-ჯერ გახდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

© photo: Georgia GFF / FBსაქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უნგრეთის ჩემპიონები გახდნენ
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უნგრეთის ჩემპიონები გახდნენ - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უნგრეთის ჩემპიონები გახდნენ

დვალი „ფერენცვაროშში“ 2019 წლის იანვრიდან თამაშობს. ამ გუნდში ცენტრალურმა მცველმა 54 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი. რაც შეეხება ხარაიშვილს, შემტევი ნახევარმცველი გუნდს ამ ზამთარს შეუერთდა. მანამდე ის შვედურ „გეტებორგში“ თამაშობდა.

საქართველოს ნაკრებში დვალმა 19 მატჩი ჩაატარა, ხოლო ხარაიშვილმა – ექვსი.

ყველა ახალი ამბავი
0