ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაკარგული 17 წლის მარიამ ბურჭულაძე პოლიციამ იპოვა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
გამოწერა
საბედნიეროდ, გოგონა სამართალდამცველებმა ცოცხალი და უვნებელი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია, სად იყო ორი დღის განმავლობაში სკოლის მოსწავლე.

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა დაკარგული 17 წლის მარიამ ბურჭულაძე იპოვეს, იუწყება „პირველი არხი“.

გოგონა - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
ახალი დეტალები გაუჩინარებული გოგონას შესახებ: იდუმალი წერილი, შოკის მომგვრელი ნახატები

მე-12 კლასის მოსწავლე 19 აპრილს ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედიდან გაუჩინარდა. მანამდე კი მან ინგლისურ ენაზე დაწერილი ორგვერდიანი წერილი დატოვა. მასში საუბარია იმაზე, რომ მარიამი მზადაა 6–7 ადამიანი მოკლას და მიუთითებს ინიციალებს, მათ შორის, თავისი მასწავლებლის. წერილში ასევეა ხელმოჭრილი გვამის ნახატი. გოგონა წერს, რომ თავში ხმები ესმის და არ იცის, რა უყოს ამ ხმებს. ის ამტკიცებს, რომ შეასრულებს თავის მისიას.

გოგონა გაუჩინარების დღეს სკოლაში გაკვეთილებს ესწრებოდა, ხოლო შემდეგ, კლასის დამრიგებლის თქმით, საით წავიდა, უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, დაკარგული მარიამ ბურჭულაძე ბოლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის გზაზე შენიშნეს. ამის შემდეგ გოგონას კვალი დაიკარგა.

ოზურგეთში ბურჭულაძეების სამსართულიანი სახლი დაიწვა >>

ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

ყველა ახალი ამბავი
0