თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.310-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 299.038-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 282.869 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 632), გარდაიცვალა – 3.971 (ბოლო 24 საათში – 12), კარანტინის რეჟიმშია 249, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.363 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 575 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 30.241 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი – 17.446, PCR–ტესტი – 12.795.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,33%, ბოლო 14 დღის – 3,38%, ბოლო 7 დღის – 4,16%.
ამჟამად სულ აცრილია 31.911 პირი, ერთ დღეში აცრილია 892 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.