პოეტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა

© photo: Zurab Rtveliashvili / FBპოეტი ზურაბ რთველიაშვილი
პოეტი ზურაბ რთველიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
2018 წელს რთველიაშვილის პოეტურმა კრებულმა „პოეზიის დიქტატურა“ პრემია „საბა“ მიიღო – წლის საუკეთესო პოეტური კრებულისათვის.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. პოეტი ზურაბ რთველიაშვილი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა, ნათქვამია საქართველოს პენცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზურაბ რთველიაშვილი გასულ თვეში თბილისის „ავერსის“ კლინიკაში თრომბის დიაგნოზით მოათავსეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მას სიმსივნე აღმოაჩნდა.

ზურა რთველიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
„იტირა, ღმერთო რატომო...“ - ზურა რთველიაშვილს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

ზურაბ რთველიაშვილი 1967 წელს ქალაქ ყარაგანდაში, ყაზახეთში დაიბადა. 1990-იან წლებში გამოდიოდა პოეტური პერფორმანსებით დავით ჩიხლაძესთან, შოთა იათაშვილთან და სხვებთან ერთად. 2010 წელს შვედეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა და აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა.

მისი ლექსებიდან გამორჩეულია „აპოკრიფი“, „მათი ნებაა…“, „მე ვარ ვენახი“, „ოდდა თავისუფლებას“, „წმინდა მგლების ლოცვა” და სხვ. 2018 წელს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა“ წიგნისათვის „პოეზიის დიქტატურა“. მონაწილება აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში.

ყველა ახალი ამბავი
0