ვაჭრობა დაიძრა – მარტში ექსპორტი 30%-ით გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
მთლიანობაში საგარეო ბრუნვა 2021 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 0,3%-ით შემცირდა.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად ექსპორტი საქართველოდან გაიზარდა – 2021 წლის მარტში დაახლოებით 326 მლნ დოლარის ქართული პროდუქცია გაიტანეს, რაც 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 30,6%-ით მეტია, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

2021 წლის მარტში ექსპორტთან ერთად გაიზარდა იმპორტიც – საქართველოში შემოიტანეს დაახლოებით 768,4 მლნ დოლარის პროდუქცია – გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 17,8%-ით მეტი, ხოლო აღნიშნულ პერიოდში საგარეო ბრუნვამ შეადგინა 1,1 მლრდ დოლარი – 21,4%-ით მეტი შარშანდელთან შედარებით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
საქართველოს ეკონომიკური ზრდა: სსფ-ის პროგნოზი

კორონავირუსის პანდემიის ფონზე ვაჭრობამ ვარდნა საქართველოში გასული წლის მარტიდან დაიწყო. ექსპორტის ვარდნის ტემპები 2021 წლის დასაწყისიდან შემცირდა – ქართული პროდუქცია გაიტანეს იანვარში 16,2%-ით, ხოლო იანვარ–თებერვალში – 6,8%-ით ნაკლები, ვიდრე 2020 წლის ამავე პერიოდში.

2021 წლის პირველ კვარტალში სულ გაიტანეს 821 მლნ დოლარის ქართული პროდუქცია, რაც 5,2%-ით მეტია 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით. აღნიშნულ პერიოდში იმპორტმა შეადგინა 1.953 მლნ დოლარზე მეტი, რაც 2020 წლის იანვარ–მარტთან შედარებით 2,4%-ით ნაკლებია.

როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე საქართველოში>>

მთლიანობაში, 2021 წლის პირველ კვარტალში საგარეო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,3%-ით შემცირდა და დაახლოებით 2.773 მლნ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).

2021 წლის იანვარ–თებერვალში საგარეო ბრუნვა, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 12%-ით შემცირდა.

თხილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
საქართველომ  თხილის ექსპორტისგან 86 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო

2021 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1,1 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთელი სავაჭრო ბრუნვის 40,8%-ს შეადგენს.

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.

2021 წლის დასაწყისიდან გაიზარდა ფეროშენადნობების ექსპორტი 43,7%-ით, მინერალური და მტკნარი წყლის – 11,1%-ით, სპირტიანი სასმელების – 26,6%-ით, თხილის – 112,8%-ით, სამკურნალო საშუალებების – 56,3%-ით, ტრიკოტაჟის პროდუქციის – 36,1%-ით.

ამავე დროს მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი შემცირდა 35,1%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების – 0,8%-ით, ყურძნის ნატურალური ღვინის – 0,7%-ით, აზოტის სასუქის – 5,6%-ით.

ქართული თაფლი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
მიხეილ ხიდურელი: პანდემიის მიუხედავად ექსპორტის მიმართულებით მუშაობა არ გაჩერებულა

საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.

2021 წლის იანვარი–მარტში გაიზარდა საბურღი მანქანების (1556%), სატვირთო ავტომობილების (86,9%), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (31,2%), ხორბლის (11,9%) ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების (11,2), ელექტროენერგიის (9,3%) იმპორტი.

ამავე დროს მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აღნიშნულ პერიოდში შემცირდა 12,9%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების – 5,6%-ით, სამკურნალო საშუალებების – 3,2%-ით, სატელეფონო აპარატების – 11,6%-ით.

ყველა ახალი ამბავი
0