მკვლელობა ლანჩხუთში – ტყეში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
მამაკაცს თავის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ლანჩხუთში, ტყეში 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილ მამაკაცს ჭრილობა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

როგორც ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განაცხადა, მკვლელობასთან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერ ცნობილი არ არის და საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0