ზესტაფონში არასრულწლოვანს სამგზავრო მატარებელი დაეჯახა

© Sputnik / Alexander Imedashviliმატარებელი
მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში „ზესტაფონი–თბილისის“ სამგზავრო მატარებელმა არასრულწლოვანი იმსხვერპლა.

შემთხვევა სოფელ აჯამეთთან დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც მატარებელი დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ყველა ახალი ამბავი
0