რომელი ფილმით გაიხსნება კანის ფესტივალი

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიკანის ფესტივალის გახსნა
კანის ფესტივალის გახსნა - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
გამოწერა
ფილმში, რომელიც კარაქსის პირველი ინგლისურენოვანი პროექტია, როლები შეასრულეს მარიონ კოტიარმა და ადამ დრაივერმა

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik.  ფრანგი რეჟისორისა და სცენარისტის, ლეოს კარაქსის (Leos Carax) ფილმი „ანეტი“ გახსნის კანის 74-ე ფესტივალს, რომელიც 6-17 ივლისს გაიმართება, იუწყება Deadline.

„ლეოს კარაქსის ყოველი ფილმი - ეს მოვლენაა. და ეს ფილმი ყველა თავის დანაპირებს ასრულებს! „ანეტი“ - ესაა საჩუქარი, რომელსაც იმედით შეჰყურებენ კინოს, მუსიკისა და კულტურის მოყვარულები“, - განაცხადა კანის კინოფესტივალის პრეზიდენტმა პიერ ლესკიურმა.

ფილმში, რომელიც კარაქსის პირველი ინგლისურენოვანი პროექტია, როლები შეასრულეს მარიონ კოტიარმა და ადამ დრაივერმა.

„ანეტი“ (Annette) - მხატვრული ფილმი და კარაქსის შემოქმედებაში პირველი მიუზიკლია. ფილმი გადაღებულია ჯგუფ Sparks-თან თანამშრომლობით, მისი სცენარი მუსიკოსებმა რონ მეილმა და რასელ მეილმა დაწერეს.

ფილმი მოგვითხრობს სტენდაპ-კომიკოს ჰენრიზე (დრაივერი), რომელსაც ეღუპება მეუღლე - მომღერალი ენი (კოტიარი), მთავარ გმირს კი რჩება ორი წლის ქალიშვილი, რომელსაც უჩვეულო ნიჭი აღმოაჩნდება. მოქმედება თანამედროვე ლოს-ანჯელესში ხდება.

2012 წელს ლეოს კარაქსის წინა ფილმიც „კორპორაცია „ჰოლი მოტორსი" (Holy Motors) იყო წარმოდგენილი კანის ფესტივალზე. რეჟისორის სხვა ნამუშევრებს შორისაა „ბიჭი ხვდება გოგოს“ (Boy Meets Girl), „საყვარლები ახალი ხიდიდან“  (Les amants du Pont-Neuf), „პოლა იქს“ (Pola X).

ყველა ახალი ამბავი
0