აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინი უქმდება

© Sputnik / STRINGERგალის რაიონი
გალის რაიონი - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
გამოწერა
ამ დრომდე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას ჯერ 14-დღიანი, შემდეგ კი 5-დღიანი კარანტინის წესი მოქმედებდა.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის მოქმედი რეგულაციები შეიცვალა – ხუთდღიანი კარანტინის ნაცვლად ისინი ტესტირებას ექვემდებარებიან. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ნორმა ძალაში 19 აპრილიდან შედის. 

გალის რაიონი  - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის შეზღუდვებს ამსუბუქებს

ანტიგენზე ტესტის ჩატარებასთან ერთად, ამ რეგიონების მცხოვრებლებს, რომლებიც მიეკუთვნებიან იმ ასაკობრივ კატეგორიებს, რომელთაც ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა ეძლევათ იმუნიზაციის პროცესში ჩაერთონ. 

იმ პირებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორ დოზას გაიკეთებენ, საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლისას ტესტის ჩატარება აღარ დასჭირდებათ.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ, ადრე 14-დღიანი კარანტინის წესი მოქმედებდა, რომელიც მოგვიანებით 5-დღიანი ვადით შეიცვალა.

 

ყველა ახალი ამბავი
0