შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა წუთი წუთზე მოხდება: ვინ მოაწერს ხელს

© photo: Sputnikორბელიანის სასახლე
ორბელიანის სასახლე - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
გამოწერა
ამ დროისთვის დოკუმენტზე ხელმოწერის მზადყოფნა გამოთქვა მოლაპარაკებაში მონაწილე ყველა პარტიამ, „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტს– „საქართველოს წინსვლის გზა“. ოპოზიცია ხელს ორბელიანების სასახლეში მოაწერს, იუწყება პირველი არხი.

ამ დროისთვის დოკუმენტზე ხელმოწერის მზადყოფნა გამოთქვა მოლაპარაკებაში მონაწილე ყველა პარტიამ, „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა.

საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
„ქართული ოცნება“ ოპოზიციას ხვდება

დღეს ჩატარდა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა აცხადებდნენ, რომ დოკუმენტზე პარტიის სახელით ნიკა მელიამ უნდა მოაწეროს ხელი. თუმცა დღესვე ცნობილი გახდა, რომ  შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე  ინდივიდუალურად მოაწერს ხელს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი.

დღეს ასევე გაიმართა შეხვედრა „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორისა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, რომელშიც ფასილიტატორი ელჩებიც მონაწილეობდნენ.

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მზადყოფნა გამოთქვა შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებულ ვარიანტს ხელი მოაწეროს. აღნიშნულ დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“  ლიდერებმა.

შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული ახალი დოკუმენტის მიხედვით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“  მიიღებს  პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

ასევე, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა უნდა განიხილონ პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე, რომელიც ეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას და ოპოზიციური ტელეარხ „მთავარის“ თანამფლობელს, გიორგი რურუას. კერძოდ, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე მოახდენს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირებას 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებით გამოწვეული ყველა დარღვევისა და მსჯავრდებულისთვის. ასევე,  პარლამენტმა პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის პრობლემა კანონმდებლობის საშუალებით უნდა გადაწყვიტოს და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს ცვლილებები რეგლამენტში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა.

ყველა ახალი ამბავი
0