Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„30 წელი არ ვყოფილვარ...“ - „მამულიჩა“ გურიაში ბრუნდება

© Facebook / Kakha Mamulashviliკახა მამულაშვილი
კახა მამულაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2021
გამოწერა
ცნობილი პროდიუსერი კახა მამულაშვილი როგორც ჩანს, მამა-პაპისეულ ფესვებს უბრუნდება და აპირებს გურიაში დაიდოს ბინა

პროდიუსერი კახა მამულაშვილი გურიაში გაემგზავრა. მან მშობლიური სოფელი მოინახულა და აპირებს სახლს, რომელიც იქ დგას, ახალი სიცოცხლე შესძინოს.

მან სახლის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ 30 წელია არ ყოფილა ამ სახლში და აპირებს დაბრუნდეს. მამულიჩას ამ ფოტოს გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა, რომელმაც დაწერა: „ვახ, რაა ისეთი სახლია და ისე ხასხასებს ბალახი, აქ არდაბრუნება იქნება?!“

ლელა და „მამულიჩა“ თუნდაც ნაკლებად პოპულარულ გადაცემას ან რუბრიკას თავისი სტუმრობით პოპულარულს ხდიან. ქართულ ტელესივრცეში ისინი ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და პოპულარული წყვილია. ამჟამად ლელას საკუთარი გადაცემა „მხოლოდ ლელასთან“ მიჰყავს. საზოგადოებამ „მთავარი არხის“ ეთერში მისი რამდენიმე გადაცემა უკვე იხილა. აშკარაა, რომ ლელას ახალი პროექტი საკმაოდ რეიტინგული აღმოჩნდა.

ქართველი პოპ-დივა და მისი პროდიუსერი მეუღლე მრავალი წელია ოფიციალურად დაქორწინებული არიან. მათი ცალ-ცალკე ნახვა წარმოუდგენელია. ლელას და მამულიჩას ერთი ქალიშვილი ჰყავთ. თინეიჯერი მათ ურთიერთობას უფრო ამყარებს. გოგონამ ფოტოგრაფობა გადაწყვიტა და ახლა გადაცემის ჩაწერისას კადრს მიღმა პოპ-დივასთვის მუშაობს. ლელას და მის მეორე ნახევარს თაყვანისმცემლების არმია ჰყავთ, რომელიც დღითი დღე იზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0