„ჯერი ოპოზიციაზეა...“: „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი
„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2021
გამოწერა
„ქართული ოცნების“ და ოპოზიციის წარმომადგენლების დღეისათვის დაანონსებული შეხვედრა ორჯერ გადაიდო. ბოლო ინფორმაციით, შეხვედრა 19:00 საათზე უნდა შედგეს. შეხვედრის გადატანის მიზეზი უცნობია.

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. მმართველმა პარტიამ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს განცხადებით მიმართა და ევროპელი შუამავლების მიერ შეთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერისკენ მოუწოდა.

„ქართული ოცნების“ სათავო ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
რას მოაწერა ხელი „ქართულმა ოცნებამ“? ოპოზიციასთან შეთანხმების დეტალები

მარტის ბოლოს თბილისს მეორედ ესტუმრა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, რომელმაც მხარეებს კომპრომისული დოკუმენტი შესთავაზა. მაშინ მისი წინადადებები მხარეებმა უარყვეს. მაგრამ 16 აპრილს მმართველმა პარტიამ საჯაროდ ცალმხრივად მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომელიც ქართველ პოლიტიკოსებს დანიელსონმა შესთავაზა.

„ქართული ოცნების“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დღეს თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 14:00 საათზე უნდა გამართულიყო. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შეხვედრა ორჯერ გადაიდო. ბოლო ინფორმაციით, შეხვედრა 19:00 საათზე უნდა შედგეს. შეხვედრის გადატანის მიზეზი უცნობია.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მმართველმა პარტიამ ხელი მოაწერა ფასილიტატორების მიერ შედგენილ დოკუმენტს და დამატებით გამოხატა მზადყოფნა თვითმმართველობის არჩევნებზე ნდობის 40%-იანი პრინციპის გამოყენებაზე. ეს კი ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებზე ვერ მოიპოვებს ამომრჩეველთა 40%-ის მხარდაჭერას, ის განიხილავს ოპოზიციის მოთხოვნებს ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.

„ჩვენი მხრიდან ევროკავშირის და პრეზიდენტ შარლ მიშელის ეგიდით წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა უკვე დაფიქსირებულია. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მოვუწოდებთ ოპოზიციას, ქვეყნის ინტერესები დააყენოს ყველაფერზე მაღლა და ხელი მოაწეროს აღნიშნულ დოკუმენტს. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენ ოპონენტებს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. საქართველო ებრძვის პანდემიას და პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს. რეგიონში შექმნილია რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა. ასეთ დროს, მიგვაჩნია, რომ მთელი ქვეყანა უნდა იყოს გაერთიანებული საერთო გამოწვევების გარშემო, ხოლო პოლიტიკოსები ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრაზე უნდა მუშაობდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
საპროტესტო ავტოგარბენი რუსთავის ციხის მიმართულებით - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა 19 აპრილისთვის საპროტესტო აქცია დააანონსეს

ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის თქმით, მომავალ მოლაპარაკებებს ოპტიმიზმით უყურებს, რადგან ორი კვირის წინ მმართველი პარტია აცხადებდა, რომ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს.

„მოლაპარაკებებზე მივდივართ გარკვეული ოპტიმიზმით, იქიდან გამომდინარე, რომ ორი კვირის წინ „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ საერთოდ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, ახლა კი შედარებით სხვა პოზიციაზე არიან. კარგია ასევე, რომ იმ სამ პუნქტზე შევთანხმდით და შეგვიძლია გადავდოთ გვერდზე“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ექვსი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს კენჭისყრის შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.

რას მოაწერა ხელი „ქართულმა ოცნებამ“? ოპოზიციასთან შეთანხმების დეტალები >>

ოპოზიციის კიდევ ერთი პრინციპული მოთხოვნაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას და ოპოზიციური ტელეარხ „მთავარის“ თანამფლობელის, გიორგი რურუას გათავისუფლება, რომელთაც პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. ამ საკითხში მმართველი პარტია დათმობაზე უარს აცხადებს.

ყველა ახალი ამბავი
0