თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. გუმათჰესის ხიდიდან რიონში არასრულწლოვანი გადავარდა.
17 წლის ბიჭი მდინარიდან ჰესის თანამშრომლებმა ამოიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
შემთხვევა გუმათში, სადაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი, დღეს მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, არასრულწლოვანი შეშას აგროვებდა, ხიდზე ჩატეხილი ჯებირის ადგილას სიმძიმემ გადასძლია და ის მდინარეში გადავარდა.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.