საქართველოს სასაზღვრო პოლიციას საჩუქრად 30 ახალი ავტომობილი გადაეცა

© photo: press-service of the Ministry of Internal Affairs of Georgia / FBსაქართველოს სასაზღვრო პოლიციამ საჩუქრად 30 ახალი ავტომობილი მიიღო
საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ საჩუქრად 30 ახალი ავტომობილი მიიღო

 - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
გამოწერა
აღნიშნულია, რომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) თავისი სატრანსპორტო საშუალებების მოდერნიზება შსს-თან მჭიდრო თანამშრომლობაში განახორციელა.

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. ევროკავშირმა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციას მაღალი გამავლობის 30 ავტომობილი გადასცა.

საქართველომ 3.3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სატრანსპორტო საშუალებები მიიღო პროექტის - „ევროკავშირი უსაფრთხოებისათვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE) საზღვრის ინტეგრირებული მართვის“ - ფარგლებში.

აღნიშნულია, რომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) თავისი სატრანსპორტო საშუალებების მოდერნიზება შსს-თან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელა.

როგორც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა განაცხადა, დღევანდელი ღონისძიება შესყიდვების მნიშვნელოვანი პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს და ის საზღვრების მართვაში შესაძლებლობების გასაძლიერებლად ბოლო 10 წლის განმავლობაში ტარდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0