ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს მედლების გარეშე დარჩნენ

© photo: Sputnikლაშა შავდათუაშვილი
ლაშა შავდათუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
გამოწერა
ამგვარად, ტურნირზე ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების აქტივში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მედალია

თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს მედლების გარეშე დარჩნენ. ტურნირი ლისაბონში (პორტუგალია) ტარდება.

გელა ზაალიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
ძიუდო: ევროპის ჩემპიონატის წინ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა

73 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს წარმოდგენდა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტი - ოლიმპიური ჩემპიონი (2021) და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (2016 ) ლაშა შავდათუაშვილი. მაგრამ ქართველმა ძიუდოისტმა ბელორუს ვადიმ შოკასთან წააგო და ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მესამე წრეშივე დაასრულა.

კონტინენტური პირველობის მედლებისთვის შეეძლო ებრძოლა მარიამ ჭანტურიას (-70 კგ), მაგრამ ქართველმა პირველივე ბრძოლა წააგო ნიდერლანდების წარმომადგენელ კიმ პოლინგთან.

ამგვარად, ტურნირზე ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების აქტივში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კონტინენტური პირველობის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრები შვიდი ძიუდოისტით იქნება წარმოდგენილი: ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი (ორივე -90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე (ორივე -100 კგ), ლევან მათიაშვილი, გურამ თუშიშვილი (ორივე+100 კგ), ასევე იასპარეზებს ერთი გოგონა - სოფია სომხიშვილი (+78 კგ).

 

ყველა ახალი ამბავი
0