მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა სამ მილიონს აჭარბებს

© AP Photo / Omar Marquesინფიცირებულები საავადმყოფოში
ინფიცირებულები საავადმყოფოში - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
გამოწერა
კორონავირუსით ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 140 მილიონს აღემატება.

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. მსოფლიოში სამი მილიონი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით, იუწყება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, რომელიც ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე მედიისა და სხვა ღია წყაროების მონაცემებს აჯამებს.

17:00 საათის მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19–ით გამოწვეული ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 3.001.892-ს მიაღწია. კორონავირუსით ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 140 მილიონს აღემატება.

კორონავირუსით დაავადებულთა შორის ყველაზე მეტი სიკვდილიანობა დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში - 566 ათასზე მეტი. შემდეგ მოდის ბრაზილია (368.749) და მექსიკა (211.693).

საქართველოში პანდემიის დასაწყისიდან კორონავირუსის შედეგად 3.925 ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0