მთაწმინდის რაიონში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

© photo: Sergo Edisherashvili / FBკოჯორის ციხე „აზეულა“
კოჯორის ციხე „აზეულა“ - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
გამოწერა
პროექტი, რომელიც მთაწმინდის რაიონში ახალი სკვერის მოწყობას გულისხმობს მიმდინარე თვეში დაიწყება. მისი ღირებულება 500.000 ლარს შეადგენს.

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. კოჯორში, აზეულას ქუჩაზე 7 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე ახალი სკვერი მოეწყობა, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ხიდის პროექტი დაშბაშის კანიონში - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
წალკის კანიონზე ეკოტურისტული სივრცის მოწყობა დასასრულს უახლოვდება

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და დასასვენებელი პავილიონები. ასევე მოეწყობა ველობილიკი, სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი. არსებულ სპორტულ მოედანს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ადგილობრივ მოსახლეობას მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე შეხვდა და პროექტის დეტალები გააცნო. მისი თქმით, დედაქალაქში მწვანე სივრცეების მოწყობა მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

„მთაწმინდას კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება, რომლითაც მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა არ ისარგებლებს, არამედ ზაფხულში ამოსული დამსვენებლებიც. პარკი ყველა თაობისთვის იქნება განკუთვნილი“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პროექტი მიმდინარე თვეში დაიწყება და დაახლოებით ივნისის თვეში დასრულდება. აღნიშნული პროექტის ღირებულება 500 ათასი ლარია, სამუშაოები კი მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0