ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე მასზე უფროსი ასაკის კაცზეა შეყვარებული. ამის შესახებ მოდელმა გადაცემა „სთორიში“ ისაუბა და აღნიშნა, რომ საჯაროდ საუბარი არ უყვარს პირადზე, თუმცა ძალიან შეყვარებულია.
„მომხიბლა თავისი ბობოქარი ენერგეტიკით, ადამიანი ჭაობშია, მაგრამ იქიდანაც ცდილობს, რომ რაღაც აკეთოს. პრობლემები აქვს, ფინანსური მათ შორის. ამის მიუხედავად ჩემთვის არის შეუპოვარი ადამიანი, ენერგეტიკა აქვს მომნუსხველი. ეს ტიპაჟი ძალიან ჩემია. მე რამდენადაც დავამუშავე ეს რაღაცეები ჩემში, ზუსტად მსგავ ტალღაზე მყოფი ადამიანი შემხვდა“, - ამბობს ალექსანდრა.
View this post on Instagram
მოდელის თქმით მის საყვარელ მამაკაცს რატომღაც ეგონა, რომ მოდელი მისგან ძვირადღირებულ ნივთებს მოითხოვდა, თუმცა შეცდა.
View this post on Instagram
„ახლა იმდენად ძვირფასია ჩვენი ურთიერთობა, რომ არ მგონია, თუნდაც სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსის გამო დავშორდეთ. მან ძალიან დიდი შრომა ჩადო იმაში, რომ ჩემთან ყოფილიყო. ეს დიდ სტიმულს მაძლევს“, - განაცხადა პაიჭაძემ.