„საქართველოს ბანკზე“ თავდამსმხმელი დაკავებულია – ვაჟა სირაძე

ვაჟა სირაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
გამოწერა
„საქართველოს ბანკში“ იარაღიანი მამაკაცი დაახლოებით ორი საათის წინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. სპეცოპერაცია ამ დროისათვის დასრულებულია.

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია და ყველა მძევალი გათავისუფლებულია, განაცხადა საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ავლაბარში, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.

სპეცოპერაცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
მძევლების აყვანა თბილისში: „საქართველოს ბანკი" განცხადებას ავრცელებს

მისი თქმით, დანარჩენ დეტალებზე სამართალდამცველები მოგვიანებით ისაუბრებენ. სირაძის თქმით, თავდამსხმელი ერთი მამაკაცი იყო, რომელიც უკვე გაიყვანეს ტერიტორიიდან. რაც შეეხება მძევლებს, ისინი უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი.

„სამართალდამცველი ორგანოების მიერ აქტიურად განხორციელებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თავდამსხელი დაკავებულია, მძევლები გათავისუფლებული არიან. დაზიანება არავის მიუღია. ყველა მძევალი უსაფრთხოდ გადაყვანილ იქნა პოლიციის შესაბამის დანაყოფში. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ამ დროისათვის მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. მძევლების რაოდენობასა და სხვა დეტალებზე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ავლაბრის რაიონში მდებარე „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა პარასკევს, შუადღისთვის მოხდა. თვითმხილველების თქმით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირმა ოთხი ადამიანი აიყვანა მძევლად, რომელთაგანაც სამი მოგვიანებით ბანკის შენობიდან გამოუშვა.

ამჟამად ტერიტორია ჯერ კიდევ ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ყველა ახალი ამბავი
0