ქობულეთში ძმამ ძმა მოკლა

© photo: Sputnikსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ძმები ერთ სახლში ცხოვრობდნენ და დავა ქონებაზე ჰქონდათ, კერძოდ, ვერ ინაწილებდნენ საცხოვრებელ სახლს

თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში 51 წლის მამაკაცმა საკუთარი ძმა მოკლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

შემთხვევა სოფელ ჩაისუბანში რამდენიმე საათის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ძმას სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფით მიაყენა. მომხდარს წინ კონფლიქტი უძღოდა. ფაქტის თვითმხილველები, სავარაუდოდ, მათი არასრულწლოვანი შვილებიც გახდნენ.

ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცონო დახმარების ბრიგადას 43 წლის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და კრიმინალისტები.

ძმის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.  გავრცელებული ინფორმაციით, ის თავად ჩაბარდა პოლიციას.

ძმები ერთ სახლში ცხოვრობდნენ. ოჯახის  ახლობლების განცხადებით, მათ დავა ქონებაზე ჰქონდათ, კერძოდ, ვერ ინაწილებდნენ საცხოვრებელ სახლს.

 

ყველა ახალი ამბავი
0