Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

კესარია აბრამიძე მამაკაცს ვნებიანად კოცნის – ვიდეო სოციალური ქსელიდან

© FB / Kesaria Abramidzeკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
გამოწერა
კესარია აბრამიძე გრძნობებს აღარ მალავს. ნახეთ როგორ მიართვა მას ვარდი საყვარელმა მამაკაცმა, რომელიც კესარიამ კოცნით დააჯილდოვა.

ცნობილი ტრანსგენდერი მოდელი კესარია აბრამიძე შეყვარებულია. „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ კესარიამ დადო ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მასთან ყვავილით მიდის მამაკაცი, რომელსაც ის ვნებიანად კოცნის. ვიდეოს რომანტიკული სიმღერა „მიყვარხარ“ ადევს ფონად.

კესარია აბრამიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სრულფასოვანი ქალია. მკერდის ოპერაცია 15 წლის წინ, ხოლო სასქესო ორგანოსი ოთხი წლის წინ გაიკეთა და პასპორტშიც „ქალი“ უწერია. როდესაც სქესის შეცვლა გსურს პასპორტში, კლინიკიდან ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტი მიგაქვს და დაბადების მოწმობას გიცვლიან, რასაც ორი კვირა სჭირდება, შემდეგ შეცვლილი დაბადების მოწმობით ხდება ახალი პასპორტის აღება, ამბობს ის.

„ვარ სრულფასოვანი ქალი და როცა მომინდება ოფიციალურად ვიქორწინებ. ამას წინ ვერავინ აღუდგება“, – აცხადებს მოდელი.

კესარია აბრამიძე (დაბადებით ბესო აბრამიძე) 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას იღებენ სერიალებსა და სარეკლამო რგოლებში. 2014 წელს ოფიციალურად განაცხადა, რომ ოპერაციის მეშვეობით სქესი შეიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0