გაითვალისწინეთ საფრთხეები: NGO-ები „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

© Sputnik / STRINGER აქცია
აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
გამოწერა
მივმართავთ მთავრობას, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით შექმნას კონსტრუქციული დიალოგისთვის საჭირო რეალური პლატფორმა და უზრუნველყოს პროცესის მდგრადობა, აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები „ნამახვანჰესთან” დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ. 

მთავრობის წარმომადგენელი „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებთან შეხვედრას დადებითად აფასებს - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
მთავრობის წარმომადგენელი „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებთან შეხვედრას დადებითად აფასებს

არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას, ინვესტორებს და პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ შექმნილი დაძაბული მდგომარეობა და ყველა ღონე იხმარონ სიტუაციის განსამუხტად.

განცხადებაში, რომელსაც 32 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი, სიტუაციის არასწორი მართვის პირობებში, სულ უფრო მეტად პოლიტიზირებულ ხასიათს იძენს და ეროვნული უსაფრთხოების რისკებს აძლიერებს.

„ეს ხელს აძლევს ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალებს, რომლებიც დაინტერესებული არიან შიდა დაპირისპირების გაღრმავებით, ინსტიტუტების და პროფესიონალების დისკრედიტაციით, ქვეყნის ეკონომიკური დასუსტებით, უცხო ქვეყნებზე ენერგეტიკული დამოკიდებულების გაზრდითა და პოლიტიკური კავშირების შესუსტებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ცალმხრივად, რომელიმე მხარის სასარგებლოდ კი არ უნდა იქნას მიღებული, არამედ ერთობლივად, ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით.

ამასთან, როგორ განცხადებაშია ნათქვამი, საკითხის განხილვის პერიოდში უნდა გამოცხადდეს სრული მორატორიუმი ჰესის მშენებლობაზე და ამავე დროს შეწყდეს პროტესტი. 

ვარლამ გოლეთიანი - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
ქუთაისში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

„შექმნილი მდგომარეობა, უდიდეს საფრთხეებთან ერთად, შეიცავს შესაძლებლობას, ქვეყანამ დანერგოს ცივილიზებული დიალოგი, გამჭვირვალობა და შეამციროს კორუფციული და არაკვალიფიციური გადაწყვეტილებების საფრთხეები. გაზარდოს სტრატეგიული შესაძლებლობები და დაადგეს ენერგეტიკული, ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების გზას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უკვე ნახევარი წელია საქართველოში „ნამახვანჰესის” გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-ს გამოჩენა და, რაც მთავარია, მისთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემა.

თურნავა: „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული ყველა კვლევა გადაიხედება>>>

ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების უკმაყოფილების პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ  განაცხადა, რომ მშენებლობას ექვსი თვით შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის ყველა დეტალის გადამოწმება.

გუშინ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა. მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ნამახვანჰესის“ კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი“ და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი“.

 

ყველა ახალი ამბავი
0