მსახიობი ია ფარულავა აცხადებს, რომ მისი პირველი ქორწინება ყოფილი მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობით იყო სავსე. როგორც მსახიობმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ გაიხსენა, 17 წლის იყო, როდესაც გათხოვდა და მასზე ქმარი მუდმივად ძალადობდა, თუმცა ამის გამხელის რცხვენოდა.
View this post on Instagram
„პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი, მეც ცოტა ვურტყამდი. 1984 წელია, მომდევს ეს მოძალადე, რომ მცემოს, შევრბივარ იტალიურ ეზოში და ქალს ვეხვეწები, შემომიშვით, ვაკაკუნებ, და იმ ქალმა კარი არ გამიღო“, – გაიხსენა ია ფარულავამ.View this post on Instagram
მისი თქმით, ფილმში „ფესვები“ ღამის სცენაში სათამაშოდ ღამით ჩუმად გაიპარა და როდესაც მეუღლემ ამის შესახებ გაიგო, სცემა. „გამოვიქეცი, მაგრამ ხშირად ქალებს ეს მოძალადეები უყვართ. მერე ეს მოძალადე მანიპულატორია და გაცოდებს თავს“, – განაცხადა ია ფარულავამ.
View this post on Instagram
ტელესახე სამჯერ იყო დაოჯახებული. პირველად პატარა ასაკში გათხოვდა, მისი მეუღლე რამაზ ჩანტლაძე იყო. ცოლ-ქმარს ურთიერთობა არ აეწყო, რამაზი ძალიან ეჭვიანი აღმოჩნდა და მსახიობს ფიზიკურადაც უსწორდებოდა, რის გამოც მათი ოჯახი დაინგრა. შემდეგ ია საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში წავიდა, სადაც ჟურნალისტ კის რაიზერზე იქორწინა, მაგრამ მოულოდნელად საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. მან სწორედ ამ პერიოდში გაიცნო ლეგენდარული რობერტ დე ნირო.
View this post on Instagram
მის პირად ცხოვრებას დღემდე აქტიურად განიხილავენ. სამშობლოში ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ლიბანელ ბიზნესმენთან ფადი ასლისთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა წყვილი 2010 წელს ისე დაშორდა, რომ ქორწინება ოფიციალურად არ დაუკანონებიათ. 2013 წელს იას რჩეული ფრანკფურტში მოღვაწე ქართველი გიტარისტი ტარიელ ხოსროშვილი გახდა, უფრო მეტად ცნობილი ფსევდონიმით ტარიელ სუარი.
View this post on Instagram
ტელეშოუ „ნიჭიერის“ მიმდინარეობისას სუარმა პირდაპირ ეთერში სთხოვა იას ცოლობა და მათ მალევე, 2013 წლის სექტემბერში ჯვარიც დაიწერეს, თუმცა მალევე დაშორდნენ. ცოტა ხნის წინ ფარულავამ განაცხადა, რომ 7 წელია ერთი მამაკაცი ჰყავს, რომელშიც, სავარაუდოდ, ტარიელ სუარს გულისხმობს. როგორც ჩანს, წყვილი არაჩვეულებრივად გრძნობს თავს ერთად.