ფოთში ოთხი საბავშვო ბაღი დაიხურა

© Sputnik / STRINGERსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
გამოწერა
ეპიდემიოლოგები საქართველოში კორონავირუსის გავრცელების კუთხით ცხელ წერტილად თბილისს, სამეგრელო–ზემო სვანეთსა და აჭარას ასახელებენ

 

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. კორონავირუსის გავრცელების გამო ფოთის მუნიციპალიტეტში ოთხი საბავშვო ბაღი დაიხურა, იუწყება პირველი არხი. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
COVID-19 საქართველოში – 15 აპრილის მონაცემები

გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდ–ინფექცია ფოთის №2, №3, №12 და №13 საბავშვო ბაღებში გამოვლინდა – სულ შვიდი მასწავლებელი და შვიდი აღსაზრდელია ინფიცირებული.

როგორც სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორმა მაკა ზარანდიამ განაცხადა, აღნიშნული დაწესებულებები ორი კვირით დაიხურა.

მისი თქმით, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს. კერძოდ, ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში ტარდება პერსონალის ტესტირება, თერმოსკრინინგი და შენობის რეგულარული სანიტარიული დასუფთავება.

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.030 შემთხვევიდან სამეგრელო–ზემო სვანეთში 119 გამოვლინდა.

ყველა ახალი ამბავი
0