ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ ვიდეოს აქვეყნებს და „ფოლოვერს“ პასუხობს – როგორ დაიკლო ზედმეტი კილოგრამები. აღმოჩნდა, რომ გასული მაისის შემდეგ მანიკამ 12 კილოგრამამდე დაიკლო და ეს ჯანსაღი კვებით და ვარჯიშით შეძლო.
მოდელი არაჩვეულებრივად გამოიყურება, ამბობს, რომ პანდემიისას ძალიან მოიმატა და სწორედ ამის გამო დასჭირდა მას ძალების მობილიზება ზედმეტ კილოგრამებთან საბრძოლველად.
View this post on Instagram
მოდელის სავიზიტო ბარათი გამორჩეული გარეგნობაა. წითური თმა, ულამაზესი ღიმილი, თვალ-წარბი, სიმაღლე – მანიკა ასათიანის გარეგნობაში ყველაფერია, რაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. გარდა ამისა, მისი მეგობრული ოჯახი ბევრისთვის მისაბაძია.
View this post on Instagram
მანიკა – მოდელი, ხოლო მისი მეუღლე ბექა წივწივაძე კალათბურთელია. მანიკა 17 წლის იყო, როდესაც მომავალი ქმარი გაიცნო და მალე დაოჯახდნენ. 19 წლის დაფეხმძიმდა და ვაჟი – გიორგი გააჩინა.