ცნობილი ტრანსგენდერი მოდელი „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მამაკაცი ხელით აჭმევს. როგორც კესარია წერს, სინამდვილეში ჩაქაფული და მწვადი უყვარს, თუმცა მამაკაცი ცდილობს ხილი და ბოსტნეული შესთავაზოს.
კესარია აბრამიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სრულფასოვანი ქალია. მკერდის ოპერაცია 15 წლის წინ, ხოლო სასქესო ორგანოსი ოთხი წლის წინ გაიკეთა და პასპორტშიც „ქალი“ უწერია. როდესაც სქესის შეცვლა გსურს პასპორტში, კლინიკიდან ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტი მიგაქვს და დაბადების მოწმობას გიცვლიან, რასაც ორი კვირა სჭირდება, შემდეგ შეცვლილი დაბადების მოწმობით ხდება ახალი პასპორტის აღება, ამბობს ის.
View this post on Instagram
„ვარ სრულფასოვანი ქალი და როცა მომინდება ოფიციალურად ვიქორწინებ. ამას წინ ვერავინ აღუდგება“, – აცხადებს მოდელი.
View this post on Instagram
კესარია აბრამიძე (დაბადებით ბესო აბრამიძე) 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას იღებენ სერიალებსა და სარეკლამო რგოლებში. 2014 წელს ოფიციალურად განაცხადა, რომ ოპერაციის მეშვეობით სქესი შეიცვალა.