თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სტომატოლოგიური კლინიკა აუქციონზე გაიყიდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliლესელიძის ქუჩა თბილისში
ლესელიძის ქუჩა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
გამოწერა
შენობა 268 ათას ლარად გაიყიდა (საწყისი ფასი იყო 266 ათასი ლარი). სავალდებულო პირობას ობიექტის პროფილის შენარჩუნება წარმოადგენს

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე საბჭოთა ეპოქის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტომატოლოგიური კლინიკა აუქციონზე გაიყიდა.

დღემდე „თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის" შენობა, ასევე მისი 100% წილი სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა.

აუქციონი - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
სახელმწიფო საწარმოები აუქციონზე იყიდება

სახელმწიფო ქონება, რომლის საწყისი ღირებულება 266 ათასი ლარი იყო, აუქციონზე 2021 წლის 30 მარტს გაიტანეს. აუცილებელ პირობას წარმოადგენდა შეძენიდან 10 წლის განმავლობაში შენობაში პროფილური სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირება.

აუქციონი მოგებულია ერთი ფსონით (2 ათასი ლარი) და 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 81,7 ათასი ლარის კაპიტალის მქონე ლოტი 268 ათას ლარად გაიყიდა.

შემძენის ვინაობა უცნობია.

სახელმწიფომ აუქციონზე სულ 9 ლოტი გაიტანა, მაგრამ დანარჩენი ლოტები არ გაყიდულა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0