თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრები 11 მედალს მოიპოვებს და 26–ე ადგილზე გავა – პროგნოზი ამერიკულმა ანალიტიკურმა კომპანია Gracenote-მა სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მიხედვით გამოაქვეყნა.
კომპანიის სპეციალისტების გათვლებით, ქართველი სპორტსმენები 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალს მოიპოვებენ. სპორტის თუ რა სახეობაში მიაღწევენ წარმატეას ქართველი სპორტსმენები, არ ზუსტდება.
Gracenote–ის ვერსიით, ოლიმპიადის ლიდერი აშშ–ს ნაკრები იქნება – 114 მედალი (აქედან, 43 ოქრო), მეორე ადგილზე ჩინეთის გუნდი გავა – 85 მედალი (38 ოქრო), მესამე ადგილს კი რუსეთის ნაკრები დაიკავებს – 73 მედალი (23 ოქრო).
რიო–დე–ჟანეიროში 2016 წელს ჩატარებულ ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებლა შვიდი მედალი – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო – მოიპოვა.
ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2021 წლის 23 ივნისი – 8 აგვისტოს პერიოდში ჩატარდება.