თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. თბილისში, თავისუფლების მოედანზე მდებარე სავაჭრო ცენტრ Galleria Tbilisi-ში განგაშის სიგნალიზაცია ამუშავდა და სასწრაფო ევაკუაცია გამოცხადდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
სავაჭრო ცენტრში ცოტა ხნის წინ პანიკა იყო. შენობაში გაისმა, სავარაუდოდ, აფეთქების ხმა, კედლები გაიბზარა. ობიექტის დაცვის სამსახურმა შენობაში მყოფი ადამიანები სამსახურებრივი გასასვლელებიდან გაიყვანა.
ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.