საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი ფრანგული „ვალანსიენის“ საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

© Sputnik / Levan Avlabreliჯაბა კანკავა
ჯაბა კანკავა - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
გამოწერა
კანკავასთვის ეს ჯილდო ზედიზედ მეორეა - თებერვალში ქართველი ნახევარმცველი გულშემატკივრებმა ასევე საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა „ვალანსიენის“ (Valenciennes) გულშემატკივრებმა მარტში კლუბის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამის შესახებ ფრანგული გუნდის ოფიციალური Twitter იუწყება. 

კანკავასთვის ეს ჯილდო ზედიზედ მეორეა. გულშემატკივრების აზრით, ქართველი ნახევარმცველი თებერვალშიც გუნდის საუკეთესო მოთამაშე იყო.

© Sputnik / Konstantin Ivanovქართველი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ტოპ-ხუთი
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი ფრანგული „ვალანსიენის“ საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
ქართველი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ტოპ-ხუთი

კანკავა საფრანგეთის მეორე ლიგის გუნდში - „ვალანსიენში“ 2020 წლის ზამთარში ყაზახეთის „ტობოლიდან“ გადავიდა. ახალ გუნდში 35 წლის ფეხბურთელმა 12 მატჩი ითამაშა.

კანკავასა და „ვალანსიენს“ შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გაფორმებული.

ყველა ახალი ამბავი
0