საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

© photo: Ministry of Economy and Sustainable Development / FBსაერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და ტაჯიკეთის ტრანსპორტის მინისტრმა აზიმ იბრაგიმმა.
საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას  ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და ტაჯიკეთის ტრანსპორტის მინისტრმა აზიმ იბრაგიმმა. - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
გამოწერა
დოკუმენტს თბილისში ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და ტაჯიკეთის ტრანსპორტის მინისტრმა აზიმ იბრაგიმმა

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. საქართველომ და ტაჯიკეთმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და ტაჯიკეთის ტრანსპორტის მინისტრმა აზიმ იბრაგიმმა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს მხარეთა შორის საავტომობილო მიმოსვლისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
ეკონომიკის მინისტრმა სახმელეთო საზღვრების გახსნის პირობები დაასახელა

დოკუმენტით განსაზღვრულია სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ორმხრივ, სატრანზიტო ან მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან მიმოსვლაში კვოტირებული ნებართვების საფუძველზე, რომელთა რაოდენობასაც მხარეები ყოველწლიურად განსაზღვრავენ შეთანხმების საფუძველზე.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მხარეებს შორის საავტომობილო გადაყვანა/გადაზიდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დარეგულირებას, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის გადამზიდველებს მათი საქმიანობის პროცესში.

ტაჯიკეთის რესპუბლიკასთან ამ დრომდე არ იყო გაფორმებული საავტომობილო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმება, თუმცა საავტომობილო მიმოსვლაში შეფერხებების თავიდან არიდების მიზნით საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის იცვლებოდა საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის ბლანკები და ქვეყნებს შორის საავტომობილო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება დაგროვდა.

დღეიდან ეს თანამშრომლობა უკვე ოფიციალური შეთანხმებით გამყარდება, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას.

ნათია თურნავა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ექსპერტებს და არასამთავრობო სექტორს შეხვდება - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
ნათია თურნავა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ექსპერტებს და არასამთავრობო სექტორს შეხვდება

საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 4 აგვისტოდან არსებობს.

ქვეყნები თანამშრომლობენ TRACECA-ს („ახალი აბრეშუმის გზა“) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას ისახავს მიზნად. საქართველოს ტაჯიკეთში გააქვს კვების პროდუქტები, წამლები, ხე-ტყე, ელექტრომოწყობილობა და ავეჯი.

 

ყველა ახალი ამბავი
0