საქართველოში COVID-19-ით რეინფიცირების სამი შემთხვევა გამოვლინდა

© Sputnik / STRINGERპაატა იმნაძე
პაატა იმნაძე  - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
გამოწერა
ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირება განმეორებითაც შესაძლებელია, ამიტომ დაავადების გადატანის შემდეგაც სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთი პაციენტი გამოჯანმრთელებიდან 2,5 თვეში დაინფიცირდა, აღნიშნა ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
პაატა იმნაძე: კორონავირუსის გავრცელებას იმით ვაკავებთ, რომ რეგულაციები მუშაობს

ეპიდემიოლოგის სიტყვებით, აკვირდებოდნენ 140 შემთხვევას, მათგან ასამდე შემთხვევა ითვლებოდა რეინფიცირების შესაძლო შემთხვევად. დარჩა 19 შემთხვევა, რომლის შედეგებიც ჯერ არ არის ცნობილი.

„რაც შეეხება რეინფიცირების დროს. ერთ შემთხვევაში ეს მოხდა 2,5 თვეში, მეორე შემთხვევაში - დაახლოებით სამ თვეში, მესამეში - სამ თვეზე ოდნავ მეტ ხანში. ეს ხშირი მოვლენა არ არის, მაგრამ, სამწუხაროდ, არსებობს“, - აღნიშნა იმნაძემ.

ეპიდემიოლოგებმა შენიშნეს, რომ ბრიტანული შტამი, რომელიც უკვე აქტიურად ცირკულირებს საქართველოში, ყველაზე ხშირად ვლინდება ახალგაზრდებში, მაგრამ მიმდინარეობს მსუბუქად.

საქართველოში მთლიანობაში პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების 291 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 278 ათასი ადამიანი, გარდაიცვალა 3.901 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0