უკანონოდ მითვისებული ექვსი მიწის ნაკვეთი – პოლიციამ ერთი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამოღებული ხის მასალა - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2021
ცნობილი გახდა უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: თებერვლის სტატისტიკა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2013-2017 წლების პერიოდში ცრუ მოწმეების გამოყენებით, უკანონოდ დაირეგისტრირა მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული ექვსი ერთეული მიწის ნაკვეთი. ყალბი დოკუმენტების მიხედვით, მიწის ნაკვეთების მიღება სახელმწიფოსაგან მიწის რეფორმის ფარგლებში განხორციელდა.

უკანონოთ მითვისებული ნაკვეთების ფართი 18.048 კვადრატული მეტრია, რომლის ღირებულებაც, ექსპერტიზის თანახმად, 126.356 ლარს შეადგენს. გამოძიების პროცესში კი აღნიშნული მიწის ნაკვეთები დაყადაღდა.

დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების გამოვლენის მიზნით, საგამოძიებო სამსახური შესაბამის ღონისძიებებს აგრძელებს.

გამოძიება საქართველოს სსკ–ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0