სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა

© Sputnik / STRINGERნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მიაჩნია, რომ მისთვის გირაო უკანონოდ არის დაკისრებული და ამიტომ არ აპირებს მის გადახდას.

თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა. 

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა მელიას საქმის განხილვას იწყებს

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული მელია, რომელმაც პროცესზე სიტყვით რამდენჯერმე ისარგებლა. თუმცა, მოსამართლის მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელო რეპლიკების გამო, იგი პროცესიდან გააძევეს.  შესაბამისად, მელია მომდევნო სხდომას ვერ დაესწრება.

პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა და აღნიშნავდა, რომ ერთადერთი ღონისძიება, რომელმაც შეიძლება აღკვეთის ღონისძიების მიზნები უზრუნველყოს, არის პატიმრობა და ის ძალაში უნდა დარჩეს. პროკურორის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი, დაცვის მხარე თანახმა იქნება, გირაოს შესახებ შეთავაზება შესრულდეს, პროკურატურა შუამდგომლობას დააყენებს.

დაცვის მხარე მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა.

შემდეგი სასამართლო პროცესი 29 აპრილს, 13:00 საათზე  არის ჩანიშნული.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა საქმის მოსმენა 8 აპრილს იყო ჩანიშნული,  თუმცა პროცესი 13 აპრილისთვის გადაიდო, რითიც მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება მისცა. 

თავისუფლება მელიას: ენმ-ის მხარდამჭერებმა სასამართლოსთან აქცია გამართეს - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
თავისუფლება მელიას: ენმ-ის მხარდამჭერებმა სასამართლოსთან აქცია გამართეს

დღევანდელი პროცესის პარალელურად სხვადასხვა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ  ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი გამართეს. საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული გაერთიანება „მელიებიც“. ისინი მოსამართლისგან ნიკა მელიას გათავისუფლებას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ სასამართლო პროცესი პოლიტიკურ პროცესებთან პირდაპირ კავშირშია.

მელიას პატიმრობა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დავის ერთ-ერთი მთავარი საგანია. დასავლეთის მკაცრი კრიტიკის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გადახედვის თაობაზე სასამართლოს მიმართოს, თუ მელია 40 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდაზე თანხმობას განაცხადებს. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტზე შტურმის დროს „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“. ოპოზიციის ლიდერი მიმდინარე წლის 23 თებერვალს დააკავეს, მას შემდეგ, რაც შეფარდებული გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0