რიონის ხეობაში ურანის საბადოები არ არსებობს – წიაღის ეროვნული სააგენტო

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
გამოწერა
წიაღის ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ ცრუ ინფორმაცია მდინარე რიონზე „ნამახვანჰესის" მშენებლობის პროექტის რეალიზაციისთვის ხელის შეშლის მიზნით ვრცელდება

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. გავრცელებული ინფორმაცია რიონის ხეობაში, სადაც  „ნამახვანჰესის“ მშენებლობაა დაგეგმილი, ურანის საბადოების არსებობის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს, ნათქვამია წიაღის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რიონის ხეობაში, სადაც „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, ურანის საბადოები არსებობს. ცალსახად ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო გეოლოგიური ფონდებით, რომელიც მოიცავს თითქმის ორი საუკუნის მანძილზე შეგროვილ გეოლოგიურ ინფორმაციას, რიონის აუზში ურანის საბადოების არსებობა არ ფიქსირდება“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ნათია თურნავა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ექსპერტებს და არასამთავრობო სექტორს შეხვდება - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
ნათია თურნავა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ექსპერტებს და არასამთავრობო სექტორს შეხვდება

წიაღის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც  აღნიშნულ დეზინფორმაციას ნებსით თუ უნებლიედ ავრცელებენ, თავი შეიკავონ გადამოუწმებელი და უსაფუძვლო ცნობების ტირაჟირებისგან.

„მიგვაჩნია, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებისთვის ხელის შეშლას“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

„ნამახვანჰესის“ პროექტის წინააღმდეგ პროტესტი დასავლეთ საქართველოში ნახევარი წლის წინ დაიწყო. მშენებლობის მოწინაარმდეგეები მოითხოვენ, რომ შეჩერდეს ყველა სამშენებლო სამუშაო, ხოლო ხელისუფლებამ გააუქმოს თურქულ კომპანია ENKA-სთან დადებული ხელშეკრულება.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ჰესი გარემოზე დამანგრეველ ზემოქმედებას მოახდენს, ხოლო მთავრობაში განაცხადეს, რომ მშენებლობას 6 თვით შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ გადამოწმდეს პროექტი. თუმცა, თურქულ კომპანიასთან კონტრაქტის გაუქმებას არ აპირებენ.

ყველა ახალი ამბავი
0