ქვემო სვანეთში ადიდებულმა მდინარემ სოფლის გზა წაიღო

© Lentekhi City Hall / FBგზის აღდგენა ქვემო სვანეთში
გზის აღდგენა ქვემო სვანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
გამოწერა
ეს სოფლის მიმართულებით ერთადერთი გზა არაა და სოფელ დურაშის მცხოვრებლებს ლენტეხში წასვლა ალტერნატიული გზით შეუძლიათ

თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. ლენტეხის მუნიციპალიტეტში წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე ჩოლშურამ სოფელ დურაშის გზა წაიღო, განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა.

მერის თქმით, მძიმე ტექნიკა უკვე ადგილზეა და გზის გაწმენდა-აღდგენა უკვე დაწყებულია.

ამავე დროს მერმა აღნიშნა, რომ ეს სოფლის მიმართულებით ერთადერთი გზა არაა და სოფელ დურაშის მცხოვრებლებს ლენტეხში წასვლა ალტერნატიული გზით შეუძლიათ.

ყველა ახალი ამბავი
0