Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ძალიან მძიმედ ვიყავი...“ - ლოლა წერეთელმა საქართველო დატოვა

© Facebook / Lola Tsereteliლოლა წერეთელი
ლოლა წერეთელი - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
გამოწერა
ცნობილმა სარესტორნო მომღერალმა ლოლა წერეთელმა მეუღლესთან სკანდალური განქორწინების შემდეგ, საქართველოში ცხოვრება ვეღარ შეძლო

სარესტორნო მომღერალი ლოლა წერეთელი უკვე რამდენიმე თვეა, მოსკოვშია, სადაც ერთ-ერთ რესტორანში მღერის. ჟურნალ „თბილისელებთან“ მომღერალმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდა, შეთავაზება, რომ მოსკოვში დასაქმებულიყო, 2000 წლიდან მოყოლებული ჰქონდა, თუმცა უჭირდა საქართველოს დატოვება.

მომღერალი არ მალავს, რომ საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება პირადი ცხოვრების გამო მიიღო. „ძალიან მძიმედ ვიყავი, თუმცა ესეც გავიარე. მერე გადავწყვიტე, რომ ჯობდა, რაღაც დროით საქართველოდან წავსულიყავი, რომ ყველაფერი დამევიწყებინა და ძველებურად ხალისიანი გავმხდარიყავი… აქაურობით ძალიან კმაყოფილი ვარ. არ მეგონა, რომ ყველაფერი ასე კარგად აეწყობოდა, თუმცა მე ჩემს სახლში უნდა დავბრუნდე. მოსკოვში დროებით ჩამოვედი“, - ამბობს ლოლა.

რამდენიმე თვის წინ მომღერალმა რადიო „არ დაიდარდოს” ეთერში გადაცემაში „რადიო დუეტი თაკოსთან ერთად” განაცხადა, რომ შეყვარებულია. მომღერლის თქმით, მისი საყვარელი მამაკაცი საფრანგეთში იმყოფებოდა და მის ნახვას პანდემიის გამო ვერ ახერხებდა.

ცნობილი სარესტორნო წყვილის ლოლა და გიორგი წერეთლების ოჯახი ორი წლის წინ დაინგრა. ერთ-ერთ ინტერვიუში ლოლა ამბობდა, რომ გიორგი არის მისთვის ადამიანი, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს.

ყველა ახალი ამბავი
0