თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ მოიწონა იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილება, ოკეანეში ჩაღვაროს წყალი ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუშიმა–1–ის“ საცავებიდან, რომელიც მანამდე საგულდაგულოდ გაიწმინდება.
I welcome Japan's announcement on how it will dispose of the treated water stored at #Fukushima nuclear power plant. @IAEAorg will work w/ 🇯🇵 before, during & after the discharge of the water to help ensure this is carried out without an adverse impact on health & environment.1/2 pic.twitter.com/qLJxrPXCje
— Rafael MarianoGrossi (@rafaelmgrossi) April 13, 2021
ამასთან გროსი პირობას დებს, რომ ორგანიზაცია დაეხმარება იაპონიას ნეგატიური შედეგების თავიდან აცილებაში.
„მივესალმები იაპონიის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუშიმაზე“ შენახული წყალი გაწმენდის შემდეგ ოკეანეში ჩაიღვრება. IAEA ითანამშ რომლებს იაპონიასთან როგორც წყლის ჩაღვრამდე, ისე ამის შემდეგაც, რათა ამას ნეგატიური ზემოქმედება არ მოჰყვეს ადამიანების ჯანმრთელობისა და გარემოსთვის“, — აცხადებს გროსი Twitter–აკაუნტზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
მისი თქმით, ზღვებში წყლების კონტროლირებადი ჩაღვრა რეგულარულად ხდება მსოფლიოში მოქმედი ატომური ელექტროსადგურებიდან — გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების მკაცრად გაწერილი სტანდარტებისა და წესების შესაბამისად.
„ფუკუშიმა–1–დან“ წყლის ოკეანეში ჩაღვრა დაახლოებით 2023 წლისთვისაა დაგეგმილი. გავრცელებული ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად ის უდევს, რომ ყველა რეზერვუარი, რომლებიც „ფუკუშიმა-1-ის“ წყლის შესანახადაა განკუთვნილი, მომავალი წლის ბოლოსთვის მთლიანად გადაივსება.
ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუშიმა-1-ზე“ ავარია 2011 წლის 11 მარტს მოხდა. ცხრა მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, რასაც უზარმაზარი ცუნამის ტალღა მოჰყვა, სადგურიდან რადიაციამ გაჟონა. ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი ამ დრომდე გამოუსადეგარია საცხოვრებლად.