საეკლესიო კალენდარი: 12 აპრილი

© Sputnik / Alexander Imedashviliმეტეხი
მეტეხი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 აპრილს ღირსი იოანე კლემაქსის, იოადი წინასწარმეტყველის, მოციქულების: სოსთენის, აპოლოსის, კეფას, კესარიოსის და ეპაფროდიტეს; დიდმოწამე პანტელეიმონის დედის წმიდა ევბულას, ხსენების დღეს აღნიშნავს

„Sputnik საქართველო“ მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

იოანე კლემაქი

საეკლეიო კალენდრის მიხედვით 2019 წლის 12 აპრილი ღირსი იოანე კლემაქის  (+649) ხსენების დღეა.

იოანე კლემაქი ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედა არის  აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა „კიბე“, ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ. 

გერგეტის სამება - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2021
საეკლესიო კალენდარი: 11 აპრილი

ღირს იოანეს წარმოშობაზე თითქმის არანაირი ცნობები არ შემონახულა. არსებობს გადმოცემა, რომ იგი დაიბადა დაახლოებით 570 წელს და იყო წმიდა ქსენოფონტისა და მარიამის ვაჟი. 16 წლის იოანე მივიდა სინას მონასტერში. მისი მოძღვარი და ხელმძღვანელი იყო ამბა მარტირი. მონასტერში ოთხი წლის ცხოვრების შემდე იოანე ბერად აღიკვეცა. სინას მთაზე მოღვაწე ბერმა ამბა სტრატიგიმ მას უწინასწარმეტყველა, რომ გახდებოდა წმიდა ეკლესიის მნათობი. 19 წლის მანძილზე ღირსი იოანე მორჩილად იყო თავის სულიერ მამასთან. ამბა მარტირის გარდაცვალების შემდეგ წმიდა იოანემ განდეგილური ცხოვრება აირჩია და თოლად წოდებულ უდაბნოში განმარტოვდა, სადაც ორმოცი წელი გაატარა მდუმარებაში, მარხვაში, ლოცვასა და სინანულში.

ღირს იოანეს ჰყავდა მოწაფე, სახელად მოსე. ერთხელ ღირსმა მამამ მორჩილს დაავალა ბოსტნისათვის მიწა მოეზიდა. შუადღის ხვატით ქანცგაწყვეტილი მოსე კლდის ძირას წამოწვა. ამ დროს წმიდა იოანე სენაკში ისვენებდა. მოულოდნელად მას გამოეცხადა ღირსებით აღსავსე მამაკაცი და უთხრა: „რატომ ისვენებ, როცა მოსე განსაცდელშია?“ ღირსი იოანე ლოცვად დადგა. როდესაც მოწაფე დაბრუნდა, მოძღვარმა ჰკითხა, რამე ხომ არ შეგემთხვაო. ბერმა უპასუხა, რომ კლდის ძირას დასასვენებლად წამოწოლილს ძილში მოესმა მოძღვრის ხმა, რომელიც უხმობდა, წამოხტა და გაიქცა. მოულოდნელად კლდეს ქვა მოწყდა და სწორედ იმ ადგილს დაეცა, სადაც მოსე იწვა. 

მორწმუნეები - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2021
საეკლესიო კალენდარი: 10 აპრილი

ღირსი იოანე იკვებებოდა იმით, რასაც ბერული ცხოვრების წესი არ კრძალავდა. ღამით ეძინა იმდენი, რამდენიც საჭირო იყო ძალების შესანარჩუნებლად. უმაღლესი გონიერებითა და ღრმა სულიერი გამოცდილებით აღჭურვილი მამა სიხარულით მოძღვრავდა ყველა მნახველს. როდესაც მას მრავალსიტყვაობა უსაყვედურეს, ღირსმა იოანემ საერთოდ შეწყვიტა ლაპარაკი და ერთი წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღია. მოშურნეებმა შეიგნეს თავიანთი შეცდომა და ღირს მამას შეევედრნენ, არ მოეკლო მათთვის სულის მარგებელი საუბარი.
ადამიანთაგან თავისი ღვაწლი რომ დაეფარა, ღირსი იოანე ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე გამოქვაბულში, მაგრამ მისი მოღვაწეობის ამბავი ყველგან იყო ცნობილი. ხალხი რჩევის თუ ლოცვის სათხოვნელად უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა მასთან. 74 წლის ასაკში წმიდა მამა სინას სავანის იღუმენად აირჩიეს. სიცოცხლის ბოლო წლებში წმიდა იოანეს სასწაულმოქმედებისა და წინასწარხედვის ნიჭი მიემადლა უფლისაგან. 

სამების ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
საეკლესიო კალენდარი: 9 აპრილი

რაითის მონასტრის იღუმენის წმიდა იოანეს  თხოვნით წმიდა იოანემ დაწერა „კიბე“ – სახელმძღვანელო სულიერი სრულყოფილების მიღწევისთვის. ამ ნაწარმოების მიზანია ქრისტიანს ასწავლოს, რომ ცხოვრებისათვის აუცილებელია თავგანწირვა და მოღვაწეობა. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ცოდვათაგან განწმენდა, ძველი ადამიანის ნაკლისა და ვნებების აღმოფხვრა, შემდგომ კი ადამიანში ღვთის ხატის აღდგენა. თუმცა წიგნი მონაზვნებისთვის დაიწერა, მისი მეშვეობით ნებისმიერი ქრისტიანი სწავლობს სულიერი ცხოვრების კიბის საფეხურების გავლასა და უფალთან მიახლოებას.

წინასწარმეტყველი იოადი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 2019 წლის 12 აპრილს წმიდა იოად წინასწარმეტყველის ( ჩვ წ აღ მდე მე-10 საუკუნე) ხსენების დღეა.

იოადი იყო სამარიტელი და წინასწარმეტყველებდა მეათე საუკუნეში ქრისტეს შობამდე. მის შესახებ მოთხრობილია III მეფეთა წიგნის მე-13 თავში. უფალმა წმიდა იოადი იუდეიდან ბეთილში გააგზავნა ისრაელის მეფის იერობოამის სამხილებლად, რომელმაც ერი აცდუნა და კერპთაყვანისმცემლობის ცოდვაში ჩააგდო. ღმერთმა წინასწარმეტყველს უბრძანა: "არა სჭამო პური და არცა სუა წყალი და არცა მიიქცე მასვე გზასა, რომელსაც მოხვედ" (3 მფ. 13,9). 

სამება - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
საეკლესიო კალენდარი: 8 აპრილი

იოად წინასწარმეტყველი წარუდგა იერობოამს და სიკვდილი უწინასწარმეტყველა. მეფემ ხელით ანიშნა, შეეპყროთ წინასწარმეტყველი და ეს ხელი იმწამსვე შეახმა. იერობოამი შეევედრა იოადს, ელოცა მისთვის და წინასწარმეტყველის ლოცვით განიკურნა კიდეც. სამშობლოში დაბრუნებულმა იოადმა უგულვებელყო უფლის მცნება და ცრუწინასწარმეტყველის ემვეს მოწოდებული საჭმელი მიიღო. უფლის სასჯელმაც არ დააყოვნა: წინასწარმეტყველი ლომმა დაახრჩო. იოადის ნეშტი მისი მაცდუნებელი ცრუწინასწარმეტყველის საცხოვრებელთან დაასაფლავეს.

წმიდა მოციქულნი სოსთენი, აპოლონი, კეფა, კესარიოსი და ეპაფროდიტე – სამეოცდაათთაგანნი.

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 2019 წლის 12 აპრილი წმიდა მოციქულების სოსთენის, აპოლონის, კეფას, კესარიოსი და ეპაფროდიტეს ხსენების დღეა.

მოციქული სოსთენი მოქცევამდე კორინთოს სინაგოგის უფროსი იყო. ის ქრისტეს სჯულს წმიდა პავლე მოციქულმა აზიარა და თავის მოციქულებრივ ღვაწლში თანაშემწედ გაიხადა. კორინთოს ეკლესიისადმი მიმართვაში წმიდა პავლე მრევლს ორივეს სახელით ესალმებოდა: „პავლე, ჩინებული მოციქული იესო ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა და სოსთენი ძმაჲ“ (1 კორ. 1,1). მოგვიანებით წმიდა მოციქულ სოსთენს ხელი დაასხეს კორინთოს ეპისკოპოსად. 

ხარების ხატი - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
საეკლესიო კალენდარი: 7 აპრილი

წმიდა აპოლონ მოციქულზე მოციქულთა საქმეებში ასეა მოთხრობილი: „ჰურიაჲ ვინმე, აპოლო სახელით, ალექსანდრიელი ნათესავით, კაცი სიტყუა-მეცნიერი, მოვიდა ეფესოდ; ესე იყო სწავლულ გზათა უფლისათა და მდუღარე სულითა, ეტყოდა და ასწავებდა ჭეშმარიტად იესუჲსთჳს და იცოდა ნათლის-ცემაჲ...“

წმიდა აპოლონი ერთგულად ეხმარებოდა წმიდა პავლეს. მოციქულთა თავი კორინთოში ქრისტიანობის გავრცელებაზე ამბობს: „მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა“ (1 კორ. 3,6). მოგვიანებით წმიდა აპოლონი სმირნის ეპისკოპოსი გახდა.

წმიდა მოციქული კეფა, გადმოცემით, იკონიის ეპისკოპოსი იყო. ვარაუდობენ, რომ პავლე მოციქული სწორედ მის შესახებ წერს კორითელთა მიმართ ეპისტოლეში (1 კორ. 15,5).

წმიდა მოციქული ეპაფროდიტე იყო წმიდა პავლეს თანამოღვაწე, რომელიც მან ფილიპელებთან გაგზავნა. შემდგომ იგი ადრიანის (იტალიის) ეპისკოპოსი გახდა.

წმიდა ევბულია

საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 2019 წლის 12 აპრილი წმიდა ევბულიას (+303), ხსენების დღეა.

ევბულია იყო დიდმოწამე პანტელეიმონის დედა ის მშვიდობით მიიცვალა ვაჟის მოწამეობრივ აღსასრულამდე.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

ყველა ახალი ამბავი
0