რა შემთხვევაში გამოიყენებს საქართველო ჩინურ ვაქცინას

© AP Photo / Andrew Medichiniვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
გამოწერა
ჩინურ ვაქცინას ჯანმოს ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია, მაგრამ ბევრი ქვეყანა ამ პრეპარატს უკვე იყენებს ვაქცინაციისთვის.

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. თუ ჩინური ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) აკრედიტაციას ვერ მიიღებს, საქართველო მას არ გამოიყენებს, განაცხადა იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

ვაქცინაცია ჩინური პრეპარატით უნგრეთში - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
საქართველოში უახლოეს დღეებში ჩინური პრეპარატით ვაქცინაცია დაიწყება

რამდენიმე დღის წინ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის გამოყენება დაახლოებით 20 აპრილიდან დაიწყება. მისი თქმით, ჩინურ ვაქცინას ჯანმოს ავტორიზება ჯერ არ მიუღია, მაგრამ დაავადებათა კონტროლის ცენტრი მსჯელობს უკვე მანამდე მისი გამოყენების დაწყების შესახებ.

ჩინეთის დაავადებთა კონტროლის ცენტრი უარყოფს კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინების არაეფექტურობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. უწყების განმარტებით, ამ ეტაპზე მეცნიერები ვაქცინის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად კიდევ მუშაობენ, რაც არ ნიშნავს, რომ ახლა ვაქცინა ინფექციის საწინააღმდეგოდ გამოუსადეგარია.

„ჩინური ვაქცინის სანდოობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სასურველი არ არის. მოგეხსენებათ, მსოფლიოში ვაქცინების ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. უზარმაზარი რაოდენობა მოდის რამდენიმე ქვეყნიდან, მსოფლიოს უდიდეს ნაწილს აქვს ჩინური, ინდური და რუსული ვაქცინები დარჩენილი, ამიტომ ეს ვითარება არის რთული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია – მიიღებს თუ არა ვაქცინა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის ავტორიზაციას“, – განაცხადა კულუმბეგოვმა. 

საქართველოში ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის 100 ათასი დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა. როგორც საქართველოში ჩინეთის ელჩმა განაცხადა, მისი ექსპორტი 50-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. მსოფლიოში უკვე გამოყენებულია 100 მილიონზე მეტი დოზა. ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ფართოდ არის აღიარებული. 

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
ჩინეთის ელჩი: Sinopharm-ის ვაქცინის ექსპორტი 50-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება

ჩინური ვაქცინა ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. კომპანია Sinopharm-მა ის უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავა.

ვირუსის ინაქტივაცია ვაქცინის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო ხერხია, აღნიშნავენ ეპიდემიოლოგები. ამ ტექნოლოგიითაა შემუშავებული, მაგალითად, დიფტერიის, В–ჰეპატიტის, პოლიომიელიტის, ყივანახველასა და სხვა დაავადებების ვაქცინები.

ამჟამად საქართველოში ვაქცინაციისთვის Pfizer-ის და AstraZeneca-ს პრეპარატები გამოიყენება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 20.622 ადამიანს ჩაუტარდა.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში უახლოეს მომავალში მასწავლებლები და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. 

ყველა ახალი ამბავი
0