როგორი ფეხსაცმელი იწვევს თავის ტკივილებს: ორთოპედი განმარტავს

© photo: Pixabay / Pexelsქალის ფეხსაცმელი
ქალის ფეხსაცმელი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
გამოწერა
წამყვანი ტრავმატოლოგ-ორთოპედი ამტკიცებს, რომ არასწორი ფეხსაცმლის გამო ადამიანის თავი დღეში 12 ათასამდე მიკრორყევას იღებს.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. თავი და ტერფი უშუალო კავშირშია ერთმანეთთან – სიარულისას ორგანიზმისთვის მიყენებული მიკრორყევების მნიშვნელოვანი ნაწილი თავამდე აღწევს, აცხადებს რადიო Sputnik-თან ინტერვიუში წამყვანი ტრავმატოლოგ–ორთოპედი სერგეი ალექსუტოვი.

პატარა გოგონა დედის ფეხსაცმელებით - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2019
როგორ შევარჩიოთ მოხერხებული ფეხსაცმელი: მთავარია დაშორება

მისი თქმით, მაშინაც კი, როცა ტერფს ნორმალური ანატომიური აღნაგობა აქვს, ხშირად ფეხსაცმლის გამო თავამდე დარტყმითი დატვირთვის 2,5-3% აღწევს.

სპეციალისტის განმარტებით, როდესაც ადამიანი უქუსლო ფეხსაცმელს ატარებს, ორგანიზმის მიკრორყევები ძლიერდება.

„უქუსლო ფეხსაცმლის შემთხვევაში ამორტიზაციის მნიშვნელოვან ნაწილს ვკარგავთ. ამ დროს პირველ რიგში ქუსლს ვდგამთ მიწაზე და დარტმითი დატვირთვა კი არ რბილდება, პირიქით, თავამდე აღწევს. ხოლო თუ ამასთან ტერფის მნიშვნელოვანი დეფორმაციაც აღინიშნება, ადამიანი დღეში 10-დან 12 ათასამდე მიკროდარტყმას იღებს. ეს სერიოზულ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე და შეუძლია თავის ტკივილები გამოიწვიოს“, — აღნიშნა ორთოპედმა.

რაც შეეხება მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, მას ასევე შეუძლია გარკვეული პათოლოგიების გამოწვევა. ამ დროს ტერფის წინა ნაწილი იტვირთება, რასაც შეძლება ვენების ვარიკოზული გაგანიერება და შეშუპებები მოჰყვეს.

  • სპეციალისტის რეკომენდაციით, კომფორტულ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ფეხსაცმელს უნდა ჰქონდეს 2–4 სმ სიმაღლის ქუსლი (ადამიანის სიმაღლის გათვალისწინებით), ფართო ცხვირი, ხოლო შუა ნაწილში რეგულირების შესაძლებლობა. ამასთან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ცხვირის ნაწილში ფეხსაცმელი 45 გრადუსით მაინც იღუნებოდეს. ეს ხელს შეუწყობს ნორმალურ ბიომექანიკას, სწორ ნაბიჯს.

მანამდე სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მთავარი ფაქტორი, რომელიც ფეხსაცმლის მოხერხებულობას განსაზღვრავს — ეს ქუსლსა და ლანჩს შორის არსებული დაშორებაა. თუ ის, სულ ცოტა, 3 სანტიმეტრია, იცოდეთ, რომ, რაოდენ მაღალქუსლიანიც უნდა იყოს ფეხსაცმელი, სიარული მაინც არ გაგიჭირდებათ.

ყველა ახალი ამბავი
0