Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მნიშვნელობა არ აქვს, ვის ცუდი ხასიათი აქვს...“ – ნინო ქათამაძე ცნობილ მეუღლეზე ალაპარაკდა

© Sputnik / Denis Aslanovნინო ქათამაძე
ნინო ქათამაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
გამოწერა
ცნობილი მომღერალი, რომელიც მეუღლის ვინაობას წლების განმავლობაში მალავდა, უკრაინულ არხთან პირად ცხოვრებაზე საუბრობს.

ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ ინტერვიუ მისცა უკრაინულ არხს „1+1“, სადაც პირადი ცხოვრებისა და მეუღლის, ცნობილი ექიმის დათო ლოლაძის შესახებ ისაუბრა. ინტერვიუ კახეთშია ჩაწერილი, „შატო მერეს“ სასტუმროში.

ნინომ ინტერვიუში თქვა, რომ ახლა ალბომზე მუშაობს. იქვე ახლოს აქვს მიწა, სადაც ბაღი გააშენა და მალე საცხოვრებლადაც გადავა. ნინომ უკრაინელ ჟურნალისტთან მეუღლეზე, ქირურგ დავით ლოლაძეზეც ისაუბრა. 

„ჩემი ქმარ-შვილი კახელები არიან. სხვისი ხასიათი არ ვიცი, ჩემი ქმარი კახელია და მე ის ძალიან მიყვარს. ის საუკეთესოა. გარდა სიყვარულისა და პატივისცემისა, ჩვენ მეგობრები ვართ. ერთმანეთს ისეთებად ვიღებთ, როგორებიც ვართ. ხან მე ვარ სუსტი, ხან – ის. თუ ჩვენ ერთად ყოფნა აღარ მოგვინდება, არც ეს იქნება პრობლემა. თუ ერთად ვართ, ეს მშვენიერია“, – ამბობს მომღერალი.

მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ვის ცუდი ხასიათი აქვს, ვინ გასტროლზე დადის თუ არა, არის ურთიერთობა, რომლის დროსაც, „მას რომ ხედავ და თვალები გიბრწყინავს, უკვე საკმარისია“.

რაც შეეხება შვილს, მომღერლის თქმით, ის გარდატეხის ასაკშია და ახლა ერთდროულად უნდა ხან მხატვარი გამოვიდეს, ხან მწერალი, ხან – კოსმონავტი, ან 50 წლის შემდეგ ჰქონდეს სააგენტო, რომელიც მარსზე გაფრენის მსურველებს გაუშვებს.

მომღერალი პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობს. თუმცა ყველასთვის ცნობილია, რომ ჰყავს ერთი შვილი ნიკოლოზ ლოლაძე და მეუღლე დათო ლოლაძე. ნინო დიდხანს არ ამჟღავნებდა მის ვინაობას.

ყველა ახალი ამბავი
0