Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შვიდი წელია ერთი მამაკაცი მყავს...“ - მსახიობმა საიდუმლოს ფარდა ახადა

© Facebook / Mamuka Khelashvili's Studioია ფარულავა
ია ფარულავა - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
გამოწერა
ია ფარულავამ საზოგადოების იმ ნაწილის ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა, ვისაც აინტერესებს, ვის ხვდება მსახიობი

მსახიობმა ია ფარულავამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც „ფოლოუერებს“ მიმართავს და ამბობს, რომ მას შვიდი წელია ერთი მამაკაცი ჰყავს და მას ძალიან კარგად იცნობს საზოგადოება. როგორც ჩანს, მსახიობი მუსიკოს ტარიელ სუარს გულისხმობს, რომელიც მისი ყოფილი მეუღლეა.

მსახიობმა რამდენიმე თვის წინ დიდხნიანი პაუზის შემდეგ, „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ყოფილი მეუღლე, მუსიკოსი ტარიელ სუარი გამოაჩინა. წყვილი ჯერ ბიოლში ისვენებდა ერთად, შემდეგ ტარიელის დედასაც ესტუმრნენ დაბადების დღეზე. ბოლო პერიოდში კი მსახიობი აქტიურად დებდა სახლიდან ვიდეოებს, სადაც კადრებში ტარიელიც ხვდებოდა.

როგორც ჩანს, წყვილი ერთად ცხოვრობს და როგორც ია ფარულავამ ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამის“ „სთორიში“ გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა, როდესაც ხედავს, როგორ უვლის ტარიელი დედას, სიბერის აღარ ეშინია ტარიელის გვერდით.

თავის დროზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ია ფარულავას გვერდით მუსიკოსი ტარიელ სუარი გამოჩნდა, რომელთან ერთადაც მსახიობმა ცხოვრება გადაწყვიტა. მათი ურთიერთობა საკმაოდ ორიგინალურად განვითარდა, რაც ქართველი მაყურებლისთვისაც განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

ტარიელს იას მიმართ გრძნობები მრავალი წლის მანძილზე ჰქონდა, სოციალურ ქსელში მისი გაცნობა მოახერხა და ყველაფერი ასე დაიწყო. შემდეგ იყო ხელის თხოვნა სცენაზე და ქორწინება. სოციალურ ქსელში ბოლო დროს ია ფარულავა განსაკუთრებით აქტიურია – მისი „ინსტაგრამი“ საგრძნობლად გააქტიურდა. მსახიობი ხშირად აქვეყნებს „სთორებს“, სადაც აქტუალურ საკითხებზე კომენტარებს არ ერიდება.

View this post on Instagram

A post shared by Ia Parulava (@ia_parulava)

მსახიობი ია ფარულავა 2014 წელს გიტარისტ ტარიელ სუარზე მოულოდნელად გათხოვდა. წყვილი ასევე ხმაურიანად დაშორდა. მისი მეუღლე დაშორების მიზეზებზე თავად წერდა facebook-ის პირად გვერდზე და დაშორების მიზეზად ია ფარულავას და მისი „პარიკმახერის“ მიმოწერას ასახელებდა, სადაც ისინი თითქოს მას უღირს, ავადმყოფ და არაადეკვატურ ადამიანს უწოდებდნენ, აგინებდენ დედას, იმუქრებოდნენ მისი მოშორებით, რის გამოც სიბრაზისგან თავი ვერ შეიკავა და მინა ჩაამტვრია.

ყველა ახალი ამბავი
0