სოფელ თხინვალში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

© Sputnik / Anna Yarovikovaტყე ლისის ტბასთან
ტყე ლისის ტბასთან - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2021
გამოწერა
სოფელ თხინვალის  მოსახლეობა სტადიონის ტერიტორიის გაყიდვას აპროტესტებს,  თბილისის მერია კი ირწმუნება, რომ გასხვისდა მიმდებარე ტერიტორია.

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. თბილისში სოფელ თხინვალის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ადგილობრივები ითხოვენ, რომ სტადიონის ტერიტორიას რეკრეაციული სტატუსი შეუნარჩუნდეს და მიწები არ გაიყიდოს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, სტადიონის ადგილას, 10 000 კვადრატულ მეტრზე თბილისის მერია მრავალსართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს.

ადგილობრივები ითხოვენ, რომ მერიის მიერ ამ ტერიტორიის გასხვისების მიზნით გამოცხადებული აუქციონის შედეგები გაუქმდეს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი მოსახლეობა პერმანენტული საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს.

„24 საათის განმავლობაში დავდგებით და დავიცავთ, მე მინდა გავაფრთხილო თბილისის მერია, რომ აქ არანაირი საცხოვრებელი სახლი არ აშენდება“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ბათუმის ბულვარი ზამთარში - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
აქცია ბათუმის ბულვარში: მოქალაქეები სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ

თავად მერიის განცხადებით კი, ბრალდებები უსაფუძვლოა და გენერალური გეგმის თანახმად, მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა იქ არ მოხდება.

„აღნიშნული ტერიტორია გასხვისდა მხოლოდ ინდივიდუალური სახლების განაშენიანების მიზნით. ამ ტერიტორიაზე დღესაც არსებობს მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილი გამართული თანამედროვე სტადიონი და ასევე  ბავშვების გასართობი მოედანი, აღნიშნული ტერიტორია ემიჯნება ჩვენს მიერ პრივატიზირებულ მიწის ნაკვეთს“, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ.

სოფელი თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და თრიალეთის ქედზე, ლისის ტბის დასავლეთით მდებარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0