„დავრგოთ ხეები ჩვენი შვილებისთვის“ - თბილისში „მამების ტყე“ გაშენდება

CC BY 2.0 / Mike Norton / Angel Oakმუხის ხე
მუხის ხე - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2021
გამოწერა
„მამების ტყის“ გაშენების იდეა სოციალურ ქსელში  მრავალშვილიანმა მამამ, შალვა ტაბატაძემ გააჟღერა, ინიციატივას საზოგადოებაში მალევე მოყვა გამოხმაურება.

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. კრწანისის ტყე-პარკში საზოგადოების წარმომადგენლების ინიციატივით „მამების ტყე“ გაშენდება, სადაც მამები შვილების სახელზე წითელ წიგნში შეტანილ მუხების დარგვას შეძლებენ, აცნობეს Sputnik-საქართველოს ღონისძიების ორგანიზატორებმა.

„მამების ტყის“ გაშენების იდეა 10 შვილის მამას, შალვა ტაბატაძეს ეკუთვნის.

„შალვა ტაბატაძემ გამოთქვა ინიციატივა ხეების დარგვასთან დაკავშირებით, სადაც მომავალში შევძლებდით ჩვენს შვილებთან ერთად თბილისთან ახლოს, მშვიდ ლამაზ გარემოში სუფთა ჰაერზე გასეირნებას და დასვენებას, სხვადასხვა აქტივობების და ღონისძიებების მოწყობას“, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

იდეას საფუძველი ტაბატაძის რამდენიმე მეგობრის დახმარებით მალევე ჩაეყარა, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, მოიძებნა სანერგე მეურნეობა და ტერიტორია, სადაც დაირგვებოდა  ჭალის მუხის ნერგები, რომელიც წითელ წიგნში არის შეტანილი.

მამუკა ბახტაძე ლრწანისის ტყე-პარკში - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2019
თბილისის მიტოვებული ტყე-პარკი ერთ-ერთ საუკეთესო ზონად გადაიქცევა

ხეების შეძენაში 54 მამამ მიიღო მონაწილეობა. ყველა მამამ იმდენი ნერგი შეიძინა, რამდენი  შვილიც ჰყავს, წითელ წიგნში შეტანილი თითო ჭალის მუხის შეძენა 5 ლარი დაჯდა. „მამების ტყისთვის“ ნერგების შეძენა ნებისმიერ მამას შეუძლია.

მამებმა ხეების დარგვა სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე  უკვე დაიწყეს. ორგანიზატორების ცნობით, დღეს იქ 200-ზე მეტი ჭალის მუხის ნერგი უნდა დაირგოს. თითოეულ ხეზე პატარა აბრა დამაგრდება, სადაც მამები საკუთარი შვილის სახელს დააწერენ.

ორგანიზატორების ცნობით, „მამების ტყის“ გაშენების იდეა  რეგიონებშიც მოიწონეს. შესაძლოა, ასეთი ტყეები საქართველოს სხვა კუთხეებშიც გაჩნდეს.

ყველა ახალი ამბავი
0