Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„გამომაგდო სახლიდან ღამით...“ – თამო ვაშალომიძის აღიარება

© Photo: Tamo Tamo Vashalomidze / FBთამო ვაშალომიძე
თამო ვაშალომიძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2021
გამოწერა
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც თამო ვაშალომიძე მის თავს გადამხდარ გულის ამაჩუყებელ ისტორიას ჰყვება.

ცნობილმა მოდელმა თამო ვაშალომიძემ თავისი ცხოვრების მძიმე დღეები გაიხსენა, როცა დაკლებული ხელფასის გამო ბინის ქირა სრულად ვერ გადაიხადა და დიასახლისმა ის სახლში არ შეუშვა. მოდელის თქმით, 50 ლარი დააკლდა. რესტორანში მიმტანად მუშაობდა, იმ თვეში დაბალი ხელფასი აიღო, დიასახლისს სთხოვა, რომ ქირის თანხას სრულად ორ კვირაში აუნაზღაურებდა, თუმცა ქალმა ის სახლიდან გამოაგდო.

„ასე მიპასუხა, გასაღები მომეცი და როცა ფული გექნება, მაშინ შეხვალ სახლშიო. გამომაგდო სახლიდან ღამით, 3 საათზე, არ ვიცოდი სად წავსულიყავი, აღარც გზის ფული მქონდა, იანვარი იყო, თოვდა. მეტროც აღარ მუშაობდა. ფეხით წავედი სამსახურამდე და გათენებამდე ველოდე, როდის გაიხსნებოდა. სხვათა შორის, ამ სახლის პატრონებს რამდენიმე წლის შემდეგ შევხვდი. მითხრეს, დაგვინგრიეს ის სახლიო. ადამიანებს უკან უბრუნდებათ ყველაფერი ცუდი“, – იხსენებს ვაშალომიძე.

რამდენიმე თვის წინ თამო ვაშალომიძე მეორე შვილის დედა გახდა. ვაჟი მას საქმროსგან, ბიზნესმენ აკა სამხარაძისგან შეეძინა. წყვილი ახლა უკვე ერთად ცხოვრობს. თამომ რჩეული საზოგადოებას რამდენიმე თვის წინ გააცნო. ის ბიზნესმენია, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს. თამო ვაშალომიძის განცხადებით, ისინი ერთ წელზე მეტია ერთმანეთს ხვდებიან.

ფოტომოდელის განმარტებით, ბიზნესმენი მას საჩუქრებითა და ულევი ყურადღებით ანებივრებს, რის გამოც მათი ურთიერთობა უფრო და უფრო მყარდება. როგორც ჩანს, პატარა სოფია მამინაცვალს გულგრილს არ ტოვებს. თამოს სოციალური ქსელებიდან ირკვევა, რომ მამინაცვალი და თამოს ქალიშვილი ერთად დროს ხშირად ატარებენ.

ყველა ახალი ამბავი
0