„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს

© Sputnik / STRINGERგიგა ბოკერია
გიგა ბოკერია - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2021
გამოწერა
გიგა ბოკერიამ პარტიის უკვე ყოფილ ლიდერებს მომავალში წარმატება უსურვა, მაგრამ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას მცდარი უწოდა

თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ახალ თავმჯდომარედ დღევანდელ ყრილობაზე გიგა ბოკერია აირჩიეს.

დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2021
დავით ბაქრაძემ პარტია „ევროპული საქართველო“ დატოვა

გარდა ამისა, ყრილობაზე ასევე დაამტკიცეს პოლიტსაბჭო, რომელიც უკვე ყრილობის შემდეგ გამართავს პირველ სხდომას.

პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ წარდგენილია გიგი წერეთელი. საგარეო საქმეთა პოლიტიკური მდივნად წარდგენილია გიორგი კანდელაკი, პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე - აკაკი ბობოხიძე. როგორც აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, გიგა ბოკერია პარტიის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

დღეს პარტია დატოვეს მისმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ. პარტიიდან წასვლის შესახებ მათ ორი თვის წინ განაცხადეს - საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ ცუდი შედეგი აჩვენა და პარტიის დატოვება მათი მხრიდან პასუხისმგებლობის აქტია, აცხადებენ პარტიის უკვე ყოფილი ლიდერები. არჩევნების შემდეგ პარტია ბაქრაძესთან და უგულავასთან ერთად ბოკერიასაც უნდა დაეტოვებინა, მაგრამ ბოკერიამ პარტიაში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ ბოკერია გამოეხმაურა მათ გადაწყვეტილებას, რომელსაც მცდარი უწოდა.

„სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები, არაერთი ლიდერი, ვისთან ერთადაც ჩვენ მთელი ეს რთული გზა გავიარეთ. მე ეს მიმაჩნია მათი მხრიდან სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად, ამას არ დავმალავ. ვისურვებდი, რომ ეს ასე არ ყოფილიყო განსაკუთრებით ასეთ დროს, რთულ ვითარებაში, მხოლოდ ამ პარტიისთვის კი არა, მთელი ქვეყნისთვის“, - აცხადებს ბოკერია.
გიგი უგულავა - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2021
„ბევრი რამ გადაგვიტანია ერთად...“: „ევროპული საქართველო“ გიგი უგულავამაც დატოვა

მან ასევე განაცხადა, რომ პატივს სცემს მათ გადაწყვეტილებას და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა, „თუ ეს გზა ემთხვევა ჩვენს ინტერებს და ჩვენი ქვეყნის ღირებულებებს“.

ბოკერია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია და ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლის ერთ-ერთო ორგანიზატორია. 2008-2010 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. 2010 წლიდან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდევნის პოსტს იკავებდა, 2013 წელს ნოემბერში თანამდებობიდან გაათავისუფლა სააკაშვილმა, რომელსაც უფლებამოსილება ეწურებოდა. 2016 წელს სააკაშვილთან უთანხმოების გამო დატოვა მისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და თავის თანამოაზრეებთან - დავით ბაქრაძესთან და გიგი უგულავასთან ერთად „ევროპული საქართველო“ შექმნა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ 72.986 ამომრჩევლის მხარდაჭერა მოიპოვა (3.79%), რამაც მას 5 სადეპუტატო მანდატი მიანიჭა.

რეიტინგებში პარტია მესამე ადგილს იკავებს - მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ. დავით ბაქრაძე კი მოსახლეობაში ნდობით სარგებლობს. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პერსონალურ რეიტინგში კათოლიკოს-პატრიარქის, ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და თბილისის მერის, კახა კალაძის შემდეგ ბაქრაძე მეოთხე ადგილს იკავებს (52%).

ყველა ახალი ამბავი
0